fbpx

8 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

Paramount Pictures-ის დაარსებიდან 106 წელი გავიდა

Image result for paramount pictures

1912 წლის 8 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დიდი კინოსტუდია პარამაუნტი დაარსდა.

 

სამშაბათს, 8 მაისს, ფაბრიკაში გაიმართება ვახო ჯაჯანიძის საჯარო ლექცია თემაზე “თანამედროვე კინომეტყველების ფორმები”

Image may contain: one or more people and text

ლექცია შეეხება 21-ე საუკუნის კინომეტყველების ისეთ მნიშვნელოვან ფორმებს, როგორიცაა კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი, პერფორმანსი კინოში, ფსიქიკური სხეული, პლასტიკური სხეული, დოკუმენტური
სტილისტიკისა და მხატვრული პირობითობის სინთეზი, რედუქცია, ფუნქციური დიალოგი და სხვა. ლექცია დაეყრდნობა ნულოვანი საუკუნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რეჟისორების შემოქმედების ანალიზს, როგორებიც არიან: კარლოს რეიგადასი, ალბერ სერა, ფილიპ გრანრიე, აპიჩატპონგ ვერისეტაკული, ლავ დიასი, პედრუ კოშტა.
წყარო: https://www.facebook.com

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ზურაბ ნიჟარაძის რეტროსპექტულ გამოფენას

Image may contain: text

„ზურაბ ნიჟარაძე 90” ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკული და ფერწერული სურათები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებიდან, ასევე მხატვრის და სხვათა კერძო კოლექციებიდან. გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედების განვითარების ყოველი ეტაპი და ამ ეტაპისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, თავი მოუყაროს, გაამთლიანოს მხატვრის ხელოვნება და სრულყოფილად დაგვანახვოს მისი ფენომენი. ექსპოზიცია საზოგადოების ერთ ნაწილს გაახსენებს, ხოლო ახალგაზრდა თაობას კი გააცნობს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილ მის ნამუშევრებს.
წყარო: https://www.facebook.com/

 

მსახიობმა სილვესტერ სტალონემ თქვა, რომ ის მზად არის რემბოს მეხუთე ნაწილი გადაიღოს

როგორ ცნობილია, ამ ეტაპზე სტალონე სცენარს ეცნობა, რომლის სიუჟეტიც მექსიკაში ვითარდება. რემბოს პირველი ნაწილი 1982 წელს გამოვიდა, ბოლო, მეოთხე კი 2008 წელს.
წყარო: http://deadline.com/

 

BBC ახალი სერიალის, A Very English Scandal-ის პრემიერისთვის ემზადება, რომელშიც მთავარ როლებს ჰიუ გრანტი და ბენ უიშოუ შეასრულებენ

სერიალის სიუჟეტი ჟურნალისტ ჯონ პრესტონის მიერ აღწერილ რეალურ ამბავს ეფუძნება და ის ბრიტანეთის ლიბერალური პარტიის ლიდერის, ჯერემი ტორპის გარშემო განვითარდება, რომელიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა 1979 წელს ის საკუთარი ყოფილი შეყვარებულის, ნორმან სკოტის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს.
წყარო: https://www.youtube.com/

 

მარველის Avengers: Infinity War რეკორდსმენია

Image result for avengers infinity war record

ფილმმა პრემიერიდან 11 დღის შემდეგ კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა. აქამდე ეს რეკორდი “ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებას” ეკუთვნოდა, რომელმაც მილიარდი დოლარის დაგროვება 12 დღეში შეძლო. რაც შეეხება სხვა რეკორდსმენებს, ამ ეტაპზე პირველ ადგილს კვლავ “ავატარი” იკავებს, რომელმაც საერთო ჯამში გაქირავებიდან $2.788 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

4-წუთიან ვიდეოში ნაჩვენები ამერიკა – დონალდ გლოვერმა ახალი კლიპი გამოუშვა

ამერიკელმა ხელოვანმა დონალდ გლოვერმა, იგივე Childish Gambino-მ, ახალი სიმღერა და კლიპი This Is America გამოუშვა, რომელიც ამერიკაში იარაღის კონტროლის თემას ეხმიანება. ვიდეოში ამერიკა რამდენიმე ნაწილად იყოფა. ესაა ერთდროულად მხიარულებისა და სისასტიკის ადგილი, სადაც ცეკვავენ, მღერიან, იარაღს კი არავინ აკონტროლებს და ამას უამრავი ადამიანი ეწირება.
წყარო: https://www.youtube.com/

 

იტალიელი რეჟისორი ორმანო ოლმი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

Ermanno Olmi'You See, I'm One Of You' film photocall, Milan, Italy - 10 Feb 2017'Vedete sono uno di voi' film photocall

გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.  რეჟისორი “ოქროს პალმის რტოსა” და “ოქროს ლომის” მფლობელი ფილმების ავტორია. კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე მას გამარჯვება მოუტანა ფილმებმა “ხე ფეხსაცმელებისთვის” და “ლეგენდა წმინდა ლოთზე”.
წყარო: http://variety.com/

 

InSight-ის იგივე ნასას ახალი როვერი წითელი პლანეტისკენ მიემართება და იქამდე ჩასვლას 6 თვეს მოანდომებს

InSight-ის მატარებელი რაკეტა Atlas 5 შაბათს აფრინდა კალიფორნიის ვანდერბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან და მისი ხილვა ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს მცხოვრებლებს შეუიარაღებელი თვალითაც შეეძლოთ. კოსმოსური ხომალდის მიზანია შეისწავლოს ჩვენი მზის სისტემის ადრეული პერიოდის აგებულება და მასში მიმდინარე პროცესები. ამ გაშვებამ ასევე შესაძლოა მოგვცეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება პლანეტები შორეულ სისტემებში და რამდენად შესაძლებელია, რომ ამ შორეულ პლანეტებზე სიცოცხლისთვის საჭირო კლიმატი და გარემო არსებობდეს.
წყარო: https://www.nytimes.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.