ადგილები, საიდანაც ივანიშვილმა ხეები გადაიტანა
გააზიარე სტატია
ინტერნეტში გავრცელდა Google Maps-ში ინტეგრირებული რუკა, რომელზეც დატანილია ყველა ის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ხეები თავისი ექსცენტრიული პროექტისთვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა.
რუკის აღწერაში ვკითხულობთ:
“2015 წლიდან საქართველოს ყოფილმა ექსპრემიერმა და მმართველი პარტიის “ ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ეგრეთწოდებული დენდროლოგიური პარკისათვის, რომელიც შეკვეთილში თავის რეზიდენციასთან მდებარეობს ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი დაიწყო. ამ დროისათვის მოჭრილია 1450 ასწლოვანი ხე.
ხის გადატანის პროცესი განხორციელდა 50 მდე სხვადასხვა ლოკაციიდან
სამუშაოების საერთო ფართობმა შედგინა 80 ჰექტარი
გადაირგა 93 ხე დენდრო პარკში“