პროტესტი ცეკვით – რეივი რუსთაველზე: ვიდეორეპორტაჟი


გააზიარე სტატია

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე გრძელდება აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ ღამის კლუბების „ბასიანისა“ და „გალერის“ დარბევის გასაპროტესტებლად.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

საღამოს რვა საათისთვის, სიტყვით გამომსვლელების მოსმენის შემდეგ, აქციაზე შესვენება გამოცხადდა და ჩართული მუსიკის თანხლებით დაიწყო სპონტანური რეივი (დიდი საცეკვაო ფართი) ღია ცის ქვეშ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.