მეორადი ავეჯის მაღაზიები თბილისში


გააზიარე სტატია

მეორად ნივთებს ადამიანები ორ შემთხვევაში ირჩევენ – როცა რაიმეს შეძენა შეღავათიან ფასად უნდათ ან როცა რაიმე განსაკუთრებულს და უნიკალურს ეძებენ. მეორადი ავეჯის შემთხვევაში არჩევანს მასზე უფრო მეორე მიზეზის გამო აკეთებენ, ვინაიდან საქართველოში არსებული მეორადი ავეჯის მაღაზიები კონკურენციას ჩვეულებრივ ავეჯის მაღაზიებს უფრო განსაკუთრებული პროდუქციით უწევენ, ვიდრე ფასებით.

თბილისში უკვე დიდი ხანია არაერთი მეორადი ავეჯის მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთა დიდი ნაწილი გარეუბნებშია კონცენტრირებული. ინტერნეტის დაფარვის ზრდასთან ერთად მეორადი ავეჯის მაღაზიებმა ციფრული მარკეტინგის გამოყენება დაიწყეს და სოციალურ ქსელებში ცდილობენ მომხმარებლების დაინტერესებას.

გთავაზობთ რამდენიმე მეორადი ავეჯის მაღაზიას, რომლებისთვის თვალის დევნებაც ინტერნეტში შეგიძლიათ და რომლებიც საინტერესო პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებლებს.

 

ტროდელი – ავეჯი და აქსესუარები გერმანიიდან

 აქ ძირითადად ხის მასიური წარმოების ავეჯს, რეტრო სტილის დივნებს, სავარძლებს, აქსესუარებს და ჭურჭელს ნახავთ. მაღაზია კოსტავას 69-ში მდებარეობს, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, სანაპიროს მხრიდან.

 

Element

 ძველებური განათებისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზია სახასიათო და საგულდაგულო ნივთებს გთავაზობთ. მაღაზია ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარეობს.

 

ფრანგული პალატი

ვინტაჟური ავეჯი და სახლის აქსესუარები პირდაპირ ფრანგული შატოებიდან. მაღაზია ტაბახმელაში მდებარეობს,  თბილისი- კოჯრის გზაზე.

 

ბენუარი

ავეჯი, ჭურჭელი და აქსესუარები ბელგიიდან. აქ ფაიფურის ჭურჭლის კოლექციები უფრო ხშირად ახლდება, ვიდრე ავეჯის, თუმცა საინტერესო ნივთების საპოვნელად ერთ-ერთი ხელსაყრელი ადგილია. მაღაზია ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს.

 

ავეჯი ბენელუქსის ქვეყნებიდან

ავეჯის გარდა სანათებს, ჭურჭელს, დეკორატიულ ნივთებს და ჭურჭელსაც გთავაზობთ.  

ძველებური ნივთების შესაძენად ჩვენ მიერ რეკომენდებული ადგილები მოხერხებულია ინტერნეტმომხმარებლებისთვის, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ თბილისში ბევრი ისეთი ადგილია, რომლებსაც ვების სამყაროში ჯერ არ შეუქმნიათ კომუნები, მაგრამ საინტერესო სავაჭრო კუნძულებს წარმოადგენენ.

ასე რომ, თუ ძველებური ნივთები გაინტერესებთ, ნავთლუღის ბაზარი, მშრალი ხიდი, გლდანის ხიდებთან განლაგებული მეორადი ავეჯის მაღაზიები ასევე მონიშნული იქნება თქვენს რუკაზე.

 


რეკომენდირებული სტატიები
მეორადი სათამაშოების მაღაზიები თბილისში

მეორადი სათამაშოების მაღაზიები თბილისში

მეორადი სათამაშოების მაღაზიები თბილისში
ტოქსიკური სათამაშოების მასიურად შემოდინების ფონზე, ქალაქში ხარისხიანი მეორადი სათამაშოების ალტერნატივა გამოჩნდა
მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი
“მელი-მელო” შემოქმედებითი ბიზნესია, რომელიც ციფრულ სამყაროში ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც მეორადი ტანსაცმლის ონლაინმაღაზია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.