ალვარო სიზა – სკულპტურა და სისადავე არქიტექტურაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია

თავისი თაობის არქიტექტორებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფასებული ხელოვანი, პორტუგალიელი ალვარო სიზაა (დაიბადა 1933 წლის 25 ივნისს).

ალვაროს არქიტექტურაში სკულპტურული გავლენები იკვეთება, რომელსაც თანამედროვე პოეზიის ხასიათი აქვს. 1992 წელს, როდესაც სიზა Pritzker Prize-ის მფლობელი გახდა, მას ადრეული მოდერნიზმის მემკვიდრე, ხოლო მის ნამუშევრებს სინათლით სავსე და გულწრფელი უწოდეს.

ალვარო სიზა, პორტოსთან ახლოს მდებარე ქალაქ მატოშინოსში დაიბადა და ბავშვობიდან სკულპტორობაზე ოცნებობდა – ამ პროფესიისადმი სიყვარული და მიდრეკილება ყველა მის ნამუშევარში იგრძნობა. თუმცა, ბარსელონაში მოგზაურობამ და ანტონიო გაუდის ნახვამ მისი ოცნებები შეცვალა და სიზამ არქიტექტორობა გადაწყვიტა.

ამ სკულპტურულმა არქიტექტურამ მისი ნამუშევრების შინაარსში დაიკავა ადგილი ადგილი, განლაგება და ხელოვნება ძალიან ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს.

სიზას ცნობილი გამონათქვამი: “არქიტექტორები ახალს არაფერს იგონებენ, მათ უბრალოდ რეალობის გარდაქმნა შეუძლიათ” უფრო ამყარებს მის მიდრეკილებას სისადავისკენ. თავდაჭერილობა და სისადავე მისი არქიტექტურის შემადგენელი კომპონენტებია და ადრეული მოდერნისტების მიერ დამყარებულ კანონებს ეფუძნება.

ალვარო სიზა, პირველად 1960-იან წლებში, მისი ნამუშევრებით Leça Swimming Pools და Boa Nova Tea House შენიშნეს და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელოვანია.

არქიტექტორის ყველაზე აღიარებულ პროექტად Portuguese National Pavilion for the 1998 Expo ითვლება, ხოლო  Fundação Iberê Camargo -ს მეშვეობით  Mies Crown Hall Americas Prize (MCHAP) in 2014 გამარჯვებული გახდა. 2012 წელს მისი გამოფენა ვენეციის ბიენალეზე იყო წარმოდგენილი და ასევე ამავე ბიენალეს ფარგლებში გადაეცა ოქროს ლომი მიღწეული წარმატებებისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.