fbpx

21 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბობ დილანის გიტარისტის კუთვნილი გიტარა თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა

აუქციონი ნიუ-იორკში გაიმართა. ინსტრუმენტი რობი რობერტსონს ეკუთვნოდა. ის ბენდის წამყვანი გიტარისტი იყო. ბობ დილანმა მასთან ერთად 1966 წლის მსოფლიო ტურნეში მოგზაურობისას დაუკრა.
წყარო: https://reverb.com

 

BBC ქართულ კინოზე სტატიას აქვეყნებს

Eva Husson's Girls of the Sun is in competition at Cannes

“ერთ დროს საბჭოთა ფილმების ცენტრად ცნობილი შავიზღვისპირა ქვეყანა – საქართველო – თავდაუზოგავად შრომობს, რომ საერთაშორისო კინოსამყაროში თავი დაიმკვიდროს,” – წერს პოპულარული გამოცემა BBC ქართული კინემატოგრაფის შესახებ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველო ცდილობს, დააინტერესოს უცხოელი კინომწარმოებლები და მათ გადასაღებ მოედნად საკუთარ მრავალფეროვან ბუნებას სთავაზობს. ამჟამად საქართველოში იღებენ ფილმს How to Sell a War. სწორედ ეს ფილმია BBC-ს სტატიაში განხილული. პროექტმა გასულ წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. ფილმში ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ქეთრინ პარკინსონი მონაწილეობს.
წყარო: http://www.bbc.com/

 

კანის ახალგაზრდა ლომების 2018 წლის შესარჩევი კონკურსი დასრულდა ადგილობრივ ფესტივალში მონაწილე 164 გუნდიდან 5 (10 მონაწილე) გაემგზავრება საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე და საქართველოს 5 კატეგორიაში წარადგენს. ოქროს მფლობელები არიან:

კატეგორია Young Marketers – GIOVANNI MORRA – ნათია სვანიძე და პავლე გაბრიჭიძე;

კატეგორია PRINT – Watergunz – ანა გუგუტიშვილი და ივანე ყუფარაძე;

კატეგორია DIGITAL – WINDFOR’S – ცოტნე მაზმანიშვილი და თეონა შელია;

კატეგორია DESIGN – Leavingstone – ანუკი კონიაშვილი და გიორგი ბრეგვაძე;

კატეგორია FILM – JWT Metro – სანდრო ციცქიშვილი და მაშო თევდორაშვილი.


წყარო: https://www.marketer.ge/young-lions-gold/

 

#მაჩვენესიყვარული – სოუ ფესტივალი მეგობარ არტისტებთან და ორგანიზაციებთან ერთად მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობას, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და აქტივისტებს

#მაჩვენესიყვარული – ასე ჰქვია თანასწორობისა და სოლიდარობის კამპანიას, რომელიც SOU ფესტივალმა დაიწყო.  კამპანიის ხელმომწერები ამბობენ, რომ სოუ ფესტივალი მეგობარ არტისტებთან და ორგანიზაციებთან ერთად მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობას, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხანდახან კი საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ იბრძვიან უკეთესი მომავლისათვის. კამპანიას უკვე შეუერთდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ხელოვანები და ევროპული ინსტიტუციები. მათ შორის  ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი. ასევე ლორენს ინგლიში, რობერტ ჰენკე, ფესტივალები: CTM Festival და Unsound festival.
წყარო: https://www.thewire.co.uk/

 

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ახალ სერიალში აშშ-ის პრეზიდენტი იქნება

Commander in chief. 

კომედიური ჟანრის სერიალზე კომპანია Netflix მუშაობს. ენისტონს პარტნიორობას გაუწევს მსახიობი ტიგ ნოტარო, რომელიც ენისტონის ცოლის როლს მოირგებს.
წყარო: https://www.huffingtonpost.com

 

ფრანგ რეჟისორს, ლიუკ ბესონს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

Film director Luc Besson.

ცნობილია, რომ დაზარალებული 27 წლის მოდელი და მსახიობია. მან ბესონს პოლიციაში პარასკევს უჩივლა. მისი თქმით, რეჟისორმა მასზე სექსუალურად იძალადა სასტუმრო “ბრისტოლში” ამ კვირის ხუთშაბათს. 59 წლის ბესონი, მისი წარმომადგენელის თქმით, “სკამიდან გადავარდა”, როდესაც ბრალდებების შესახებ გაიგო და მას კატეგორიულად უარყოფს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ლიუკ ბესონი ცნობილი ფრანგი რეჟისორია, რომელმაც გადაიღო ისეთი  ფილმები, როგორებიცაა “ლეონი: პროფესიონალი”, “ტაქსი”, “ვასაბი” და “მეცამეტე რაიონი”.
წყარო: https://edition.cnn.com

 

Tesla Motors-ის ხელმძღვანელმა ახალი თაობის Model 3-ზე ისაუბრა

მისი განმარტებით, Model 3 ორძრავიანი იქნება, რომელსაც ავტომობილის წინა და უკანა ნაწილში განათავსებენ. ცნობილია, რომ ერთი ძრავი სიჩქარის განვითარებაში, ხოლო მეორე მაქსიმალური მანძილის დაფარვაში დაეხმარება მფლობელს. მასკის განმარტებით, ერთი ძრავის გათიშვის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი მეორე ძრავით განაგრძობს სვლას.  განახლებული Model 3-ის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნება. ელექტროავტომობილი 96 კმ/სთ-ს 3,5 წამში განავითარებს. მანქანის აკუმულატორი კი მგზავრს 500 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას მისცემს.
წყარო: https://twitter.com/

 

“რანინას“ გამარჯვებული თამარ ედილაშვილი საქართველოს 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს

ამასთან, პირველი არხის გადაწყვეტილებით, ბელარუსში გაემგზავრებიან რანინას ფინალისტები ანასტასია ტოგონიძე და ნიკოლოზ ვასაძეც. საბავშვო ევროვიზია 2018 ბელარუსში ნოემბერშია დაგეგმილი.
წყარო: https://www.youtube.com

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა აჩვენებს, თუ როგორაა წარმოდგენილი საქართველო და კავკასია რუკებზე, კლაუდიუს პტოლემეოსიდან მეოცე საუკუნემდე

No automatic alt text available.

ამავე დროს შესანიშნავ საშუალებას იძლევა, თვალი გადავავლოთ ზოგადად კარტოგრაფიის განვითარებას.  გამოფენილი იქნება 60-ზე მეტი რუკის ასლი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ბიბლიოთეკებიდან და მუზეუმებიდან. ასეთი მასშტაბის კარტოგრაფიული გამოფენა პირველია საქართველოში. პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყვეს ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა.
წყარო: https://www.facebook.com

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.