fbpx

22 მაისი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ The Marvelous Mrs. Maisel მეორე სეზონისთვის ემზადება

DSC02943.ARW

სტუდია Amazon-მა უკვე დაიწყო შოუს გადაღებები, თუმცა პრემიერის თარიღი უცნობია. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ მეორე სეზონის დასრულების შემდეგ წინ მესამეც გველოდება და თანაც წინა ორი ნაწილისგან განსხვავებით, მასში 10 ეპიზოდი იქნება. შოუმ გასულ წელს საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში ოქროს გლობუსი მიიღო.
წყარო: http://www.indiewire.com/

 

ოსკაროსანი რეჟისორი კლინტ ისტვუდი ახალი ფილმის, The Mule გადასაღებად ემზადება

Bradley Cooper Clint Eastwood

ფილმში მთავარ როლს მსახიობი ბრედლი კუპერი შეასრულებს. ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ლეო შარპზე მოგვითხრობს. ტიტულოვანი მეომარი 2011 წელს კოკაინის დიდი პარტიის გასაღებისთვის დააკავეს, თუმცა მისი ადვოკატის მცდელობების შემდეგ მხოლოდ სამი წელი მიუსაჯეს. ბრედლი კუპერი ფილმში ახალგაზრდა შარპს, ხოლო კლინტ ისტვუდი უკვე ასაკოვან ომის ვეტერანს განასახიერებს.
წყარო: http://variety.com

 

სამეფო ქორწილი წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო პროგრამა იყო  

19 მაისს მთელი სამყარო ერთი მოვლენის გარშემო გაერთიანდა – დიდ ბრიტანეთში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა. ცერემონიას პირდაპირ ეთერში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადასცემდნენ და რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი ნახავდა. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანეთსა და აშშ-ში საერთო ჯამში სამეფო ქორწილს 40-მა მლნ ადამიანმა უყურა. მათგან დიდი ნაწილი, 22 მილიონი, ამერიკელი მაყურებელი იყო. როგორც ცნობილია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი უყურებდა ქორწილს ავსტრალიასა და კანადაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილი წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული “შოუ” გამოდგა.
წყარო: https://www.capitalfm.co.ke/

 

13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრებში ითამაშებს

გასული წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “ზაზა აკადემიაში” ასპარეზობს, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მე-3 წელია, Junior NBA-ს განხრით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობს. Junior NBA – GBF ლიგის მესამე სეზონი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13-წლამდელთა 30 გუნდი მონაწილეობს და საუკეთესო NBA-ს ფორმატის ანალოგიურად, რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის შედეგად გამოვლინდება. Junior NBA – GBF ლიგის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას პარტნიორობას უწევენ ამერიკის საელჩო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები. ჯუნიორ-NBA-ის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ მოედანზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ შეიძენენ სხვა უნარ-ჩვევებს, გამოცდილებას და მონაწილეობას მიიღებენ NBA cares-ის საზოგადოებრივ პროექტებში.
წყარო: http://gbf.ge

 

51 წლის მსახიობი ვინსენტ კასელი და 21 წლის მოდელი ტინა კუნაკი აგვისტოში დაქორწინდებიან

💍

A post shared by Tina Kunakey Di Vita (@tinakunakey) on

ინფორმაცია ამის შესახებ თავად კუნაკიმ დაადასტურა. კუნაკისთვის ეს პირველი ქორწინება იქნება, ვინსენტ კასელი კი 14 წელი დაქორწინებული იყო მონიკა ბელუჩიზე, რომელსაც 2013 წელს დაშორდა.
წყარო: https://www.instagram.com/

 

ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 34 გოლით დასრულების შემდეგ ლიონელ მესიმ ოქროს ბუცი მეხუთედ მოიგო

Lionel Messi becomes the first player to win the European Golden Shoe five times

ეს კი სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელს არგენტინელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუსთან იყოფდა. მესის მთავარი კონკურენტი მოჰამედ სალაჰი გამოდგა, რომელმაც პრემიერლიგაში 32 გოლი გაიტანა. მესიმ ეს ინდივიდუალური ჯილდო 2009-10, 2010-11, 2012-13, 2016-17, 2017-18 წლების სეზონებში მოიგო.
წყარო: http://www.skysports.com

 

ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ ნიუ-ორლეანში 850 000 დოლარად ეკლესია იყიდა

ეკლესია 1900 წელს აშენდა და უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. თუმცა რამდენიმე კვირის წინ აქ პირველი მსახურება ჩატარდა, რომელსაც 900-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.  სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრით, მომღერალი ლიტურგიის დროს თავად იმღერებს, თუმცა ბიონსეს ამ თემაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
წყარო: http://www.tmz.com/

 

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება [ფოტო]

“ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება! 2018 წლის 20 მაისს, საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები ქართული მხარის მიერ გადაცემული ძალოვანი ხარაჩოს პროექტის საფუძველზე”, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს განცხადებაში. საქართველოს საელჩო ტურისტულ ჯგუფებს მიმართავს და სთხოვს, გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს.
წყარო: https://1tv.ge/

 

National Geographic საქართველო მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეს – 22 მაისს, წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად აღნიშნავს

Image may contain: text and nature

სიმბოლურია, რომ კავკასიაში პირველი მუზეუმი სწორედ 22 მაისს დაარსდა, მე-19 საუკუნის მიწურულს. მის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების ამსახველი ექსპონატები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი კავკასიის მუზეუმის მემკვიდრეა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება Yourshot საქართველოს პირველი ფოტოკონკურსის, “აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო” მონაწილეთა რჩეული კადრები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საარქივო ფოტოები, სადაც დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა იხილოს, თუ როგორი იყო კავკასიის პირველი მუზეუმის ბიომრავალფეროვნების ამსახველი ექსპოზიცია. ღონისძიებაზე გამოვლიდებიან ფოტოკონკურსის გამარჯვებულები, რომელთა მიზანიც იყო ურბანულ გარემოში სიცოცხლის აღმოჩენა. ფოტოკონკურსი ჩატარდა National Geographic საქართველოსა და GIZ-ის თანამშრომლობის ფარგლებში.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ცოტა ხნის წინ სამეფო ქორწილის შემდეგ გადაღებული ფოტოები გავრცელდა

სადაც სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად არის გადაღებული.
წყარო: https://www.harpersbazaar.com

 

საფრანგეთის ქართული სათვისტომო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჩოხას საზეიმოდ გადმოსცემს

Image result for ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა

ჩოხის გადაცემის ცერემონიალი 2018 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება. 

 

დღის ვიდეო:

ბოლო მღელვარე დღეების ყველაზე განხილვადმა პერსონაჟმა ანა სუბელიანმა სოციალურ ქსელში თავისი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ინოლა გურგულიას სიმღერას მღერის.
წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.