fbpx

24 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ენდი უორჰოლის მიერ 50 წლის წინ დაარსებული ჟურნალი Interview იხურება

როგორც ცნობილია, ჟურნალისტებს ინფორმაცია დღეს დილით, თათბირის დროს შეატყობინეს. ამ ეტაპზე უცნობია,  რა გახდა ჟურნალის დახურვის მიზეზი, მით უმეტეს, რომ ის მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული გამოცემა იყო.

წყარო: http://theinterrobang.com

 

2018 წლის აგვისტოში დიდ ეკრანზე მაიკლ ნუარის ახალი ფილმი Papillon გამოვა

დრამაში მთავარ როლებს “მისტერ რობოტის” ვარსკვლავი რემი მალეკი და ჩარლი ჰანემი ასრულებენ. კინოსურათი 1973 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია და ის ორი პატიმრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მტანჯველი და სასტიკი ყოფის გამო  ციხიდან გაქცევას გადაწყვეტენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

Image result for Philip Roth, Towering Novelist Who Explored Lust, Jewish Life and America, Dies at 85

The New York Times წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. როთმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1959 წელს დაბეჭდილი ნოველით “მშვიდობით, კოლუმბუს”. მისი 1997 წლის რომანი “ამერიკული პასტორალი” პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ხოლო  2001 წელს რომანისთვის “ადამიანური ლაქა” დიდი ბრიტანეთის სალიტერატურო პრემია მიანიჭეს წლის საუკეთესო წიგნისთვის.

წყარო: https://www.nytimes.com/

 

ჰოლივუდელების ღია წერილი მსოფლიო ლიდერებს

მერილ სტრიპი, ოპრა უინფრი, ნატალი პორტმანი, რიზ უიზერსპუნი, ჩედვიკ ბოსმანი, რაიან რეინოლდსი, ემი შუმერი, ტენდი ნიუტონი, ნიკოლ კიდმანი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ 140 მსახიობის, პროდიუსერის თუ შოუ-ბიზნესში მომუშავე ადამიანის, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს ღია წერილი გაუგზავნეს. “ისტორიული ცვლილებები ქალებისთვის” – ამ კამპანიის ფარგლებში, წერილს ხელი ჰოლივუდელების გარდა, ჟურნალისტებმა და ყოფილმა პოლიტიკოსებმაც მოაწერეს. წერილში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში 130 მილიონი გოგო განათლების გარეშე რჩება, მილიარდზე მეტს კი ბანკის ანგარიში არ აქვს. ხელმომწერები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ყოველდღიურად 39 ათასი არასრულწლოვანი დგება იძულებითი ქორწინების საფრთხის ქვეშ. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში, ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალებს იმაზე გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე კაცებს.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ლიამ ნისონი და ტესა ტომპსონი კრის ჰემსუორთის შეუერთდებიან Sony-ის ფილმის – “კაცები შავებში“ ახალ ნაწილში

Image result for Liam Neeson Joins Chris Hemsworth in 'Men in Black' Spinoff

ფილმის რეჟისორი გარი გრეი იქნება, სცენარისტები კი მეთ ჰოლოუეი და არტ მარკუმი. ფილმი 2019 წლის 14 ივნისს გამოვა. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი სტივენ სპილბერგია.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

რიჩარდ გირი BBC-ის სერიალში MotherFatherSon მთავარ როლს შეასრულებს

მისი პარტნიორები ჰელენ მაკრორი და ბილი ჰოული იქნებიან, ხოლო რვაეპიზოდიანი სერიალის სცენარისტი – ტომ რობ სმიტი. გირი ამერიკელი ბიზნესმენის, მაქსის როლს შეასრულებს, მაკრორი – კატრინს, მის მეუღლეს. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს ლონდონში დაიწყება.

წყარო: http://deadline.com

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნული კინოცენტრი რუსთაველის გამზირზე (თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარედ) კინო-კაფეს წარმოადგენს

No automatic alt text available.

კაფე გაფორმებული იქნება კინო-ატრიბუტიკით, ქართული ფილმების პოსტერებით, ფოტოგადაღების ბანერთან კი მსურველები ფოტოებს ფილმების პერსონაჟებთან ერთად გადაიღებენ. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე კინო-კაფეს ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტები – რეჟისორები და მსახიობები ესტუმრებიან. კაფის შესასვლელთან კი სტუმრებს “ნატვრის ხე” დახვდებათ, რომელსაც ისინი ფერად ნაჭრებზე დაწერილ მათი საყვარელი ქართული ფილმების სახელწოდებებს შეაბამენ. კინო-კაფეში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 2017-2018 წლების სატელევიზიო სეზონის ყველაზე რეიტინგული შოუები ცნობილია

ამ სიაში პირველად მოხვდა ABC-ის სერიალი Roseanne, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ყოველ კვირას 17 815 მილიონ ადამიანს იზიდავდა. პირველ ადგილზე გავიდა “დიდი აფეთქების თეორია”, 18 634 მილიონი მაყურებლით. რაც შეეხება სხვა შოუებს, ყველაზე რეიტინგული სერიალების სიაშია  “გრეის ანატომია”, “კარგი ექიმი”, “9-1-1” და სხვ.

წყარო: http://www.justjared.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.