fbpx

“სიტუაცია ბაბჩენკოსთან დაკავშირებით ნამდვილი სირცხვილი და თავზე ლაფის დასხმაა”


გააზიარე სტატია


ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები უკრაინელი არტისტი და კრიტიკოსი ანატოლი ულიანოვი უკრაინაში ჟურნალისტ ბაბჩენკოს „მოდელირებული მკვლელობის“ ამბავს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა ახალი ამბებით სახელმწიფოს მანიპულაციის მსგავსი პრაქტიკა:

„სიტუაცია ბაბჩენკოსთან დაკავშირებით ნამდვილი სირცხვილი და თავზე ლაფის დასხმაა. მრცხვენია კოლეგების გამო, რომლებიც ეკრანების წინ ხტიან და წერენ თუ კვლავ როგორ დაუბრუნდათ უკრაინის უშიშროების ძალების მიმართ პატივისცემა. ქვეყანა, რომელიც „ემნესტი ინტერნეიშენალის“ შეფასებით ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია მსოფლიოში, სიმართლეს ასე არ უნდა ეთამაშებოდეს, იმიტომ რომ დღეიდან ყველა ინფორმაცია ამ შავ ხვრელში დაღუპული ყველა ჟურნალისტის შესახებ ეჭვქვეშ დადგება. არ ვიცი ესმით თუ არა კოლეგებს ის, თუ რამხელა ზიანი მიაყენა მათ პროფესიას უკრაინის უშიშროების სამსახურებმა.

მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ფეიკ-ნიუსი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევაა. უკრაინისთვის კი, როგორც აღმოჩნდა – მშვენივრად ლეგიტიმური საშუალება. გილოცავთ! ამ ისედაც დისკრედიტებული ქვეყნის დაჯერება დღეიდან კიდევ უფრო რთული იქნება.

მსგავსი მოქმედება საზოგადოებრივი აზრით ყოვლად მიუღებელი მანიპულაციაა. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ატყუოს საზოგადოება, იმიტომ რომ ფუნქციონალურ საზოგადოებაში, საზოგადოებას უნდა ქონდეს სახელმწიფოსა და მისი ინფორმაციის ნდობის საშუალება.

თავისი „სპეცოპერაციით“ უკრაინამ ფაქტიურად საბოტაჟი მოუწყო საზოგადოებრივ შეთანხმებას, დაარღვია საზოგადოებისა და მისი ინსტიტუტების ქმედითობის ფუნდამენტური პრინციპები. როგორც სწორად აღნიშნავს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – „ფაქტებით მოთამაშე, და მითუმეტეს, საკუთარი ტყუილებისთვის ჟურნალისტების გამომყენებელი მთავრობა – ყოველთვის შეიცავს საშიშროებას“.

ანატოლი ულიანოვი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.