fbpx

30 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ABC-მ რასისტული ხუმრობის გამო სერიალი დახურა

Image result for ABC drops Roseanne show after racist tweet

ამერიკულმა ტელეარხმა ABC-მ როუზენ ბარის კომედიური შოუ მას შემდეგ დახურა, რაც ქალმა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველი და ნდობით აღჭურვილი პირი ვალერი ჯარეტი Twitter-ზე მუსლიმთა საძმოსა და მაიმუნების პლანეტის შვილად მოიხსენია. როუზენ ბარმა შოუს დახურვის შემდეგ Twitter-ზე დაწერა: “ბოდიშს ვუხდი ვალერი ჯარეტსა და ყველა ამერიკელს. გულწრფელად ვწუხვარ ცუდი ხუმრობისთვის მისი პოლიტიკისა და გარეგნობის გამო. უკეთ უნდა მცოდნოდა. მაპატიეთ, ეს უგემოვნო  ხუმრობა იყო”.
წყარო: http://www.bbc.com/news/world-us-canada-44294632

 

ლონდონში აუქციონზე მსახიობის, ალან რიკმანის პირადი არქივი გასაყიდად გაიტანეს

რიკმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი “ჰარი პოტერის” ფილმებში პერსონაჟი სევერუს სნეიპი გახდა. არქივში მოხვდა მწერალ ჯოან როულინგთან და რეჟისორ დევიდ იეტსთან პირადი მიმოწერაც. “გმადლობთ, რომ ჰარი პოტერის მეორე ნაწილი ასეთი წარმატებული გახადე. ვიცი, რომ ხანდახან უკმაყოფილო ხარ შენი როლით, მაგრამ გახსოვდეს, რომ ამ ფილმების განუყოფელი ნაწილი ხარ”, – წერდა ალან რიკმანს “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის” პროდიუსერი დეივ ჰეიმანი 2002 წელს.
წყარო: https://twitter.com/

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ ტელესერიალ “სამეფო კარის თამაშებს” საფოსტო მარკის სერიას მიუძღვნა

Game of Thrones stamps officially released, stars pose with their stamps

მარკებზე გამოსახული არიან სერიალის პერსონაჟები, ჯადოსნური არსებები და აგრეთვე ცნობილი “რკინის ტახტი”.

წყარო: http://wikiofthrones.com

 

30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება

პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება პირველი ქართული ანიმაციური ფილმი “არგონავტები”, რომელიც 1935 წელსაა გადაღებული. ქართული და უცხოელი მაყურებლისთვის ამ ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და “კინოსტუდია ქართული ფილმის” მხარდაჭერით ფესტივალზე ძველი ქართული აფიშები გამოიფინება.
ფოტო: http://www.tbilisifilmfestival.ge/

 

2018 წლის 3 აგვისტოს ეკრანზე დისნეის ვინი პუჰის ახალი ეკრანიზაცია Christopher Robin გამოვა

მასში გაზრდილი ქრისტოფერ რობინის ისტორიას ვიხილავთ,  მთავარ როლს კი ევან მაკგრეგორი შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, ქრისტოფერ რობინი გაიზარდა და ყველა ის ემოცია, რომელიც მას ბავშვობაში ჰქონდა, სადღაც გაქრა, დაკარგა წარმოსახვის უნარიც, რომელსაც ის ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავდა. მისი მეგობრები კი ცდილობენ მასში ყველა გრძნობა თავიდან გააღვიძონ.
წყარო: https://www.youtube.com/

 

მალეფისენტის მეორე ნაწილის გადაღებებიდან პირველი ფოტო გავრცელდა:

It's bring your mom to work day on the #Maleficent2 set!!!!! ✌🏼

A post shared by Elle Fanning (@ellefanning) on

წყარო: https://www.instagram.com/p/BjXrHskHlSY/?hl=en&taken-by=ellefanning

 

აქცია “ღამე მუზეუმში” 2018 უპრეცედენტო აქტივობით გამოირჩეოდა – საქართველოს მასშტაბით მუზეუმებს 90 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით მუზეუმებს 90 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა. მიმდინარე წელს აქციაში ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა . მუზეუმების საერთაშორისო დღე 18 მაისს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში მთელი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართა. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის კულმინაცია 19 მაისი იყო, როდესაც  საქართველოს ყველა მუზეუმში შესვლა ვიზიტორებს უფასოდ შეეძლოთ. 

 

რუსთაველის თეატრი 24-საათიან “ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალს” უმასპინძლებს, რომელიც ქართულ-ინგლისურ ენებზე გაიმართება

Image result for რუსთაველის თეატრი

ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლისთავს ეძღვნება და მას თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია (CARL) და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი 4 ივნისს გახსნიან. ფესტივალის ფარგლებში რეჟისორები და მსახიობები ახლად დაწერილ პიესებს პერფორმანსებად აქცევენ. ფესტივალის მიზანია, უმოკლეს ვადებში შემცირებული ვერსიით შექმნას ახალი, თანამედროვე შინაარსის და ფორმის სასცენო ტექსტები.

 

The Walking Dead-ის ერთ-ერთმა მთავარმა მსახიობმა ენდრიუ ლინკოლნმა სერიალის დატოვება გადაწყვიტა

the-walking-dead-season-9-andrew-lincoln

ის მეცხრე სეზონიდან მოსიარულე მკვდრებში აღარ გამოჩნდება. როგორც ცნობილია, მეცხრე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო და ენდრიუც მისი ფინალური ეპიზოდისთვის აქტიურად ემზადება.
წყარო: http://collider.com

 

ნეტფლიქსის ახალ სერიალში უმა თურმანი ითამაშებს

Uma Thurman

სერიალის სიუჟეტი ქალის გარშემო ვითარდება, რომელსაც სხვა ადამიანის გულს გადაუნერგავენ. ოპერაციის შემდეგ გადარჩენილი ქალი უფრო და უფრო მეტად გრძნობს სიახლოვეს იმ ადამიანთან, ვისი გულიც გადაუნერგეს. სწორედ ამიტომ, თურმანის პერსონაჟი ამ ადამიანის ვინაობის დადგენას შეეცდება და უეცრად მისი სიკვდილის საიდუმლოებით მოცულ ამბავსაც შეიტყობს.
წყარო: http://variety.com/


რეკომენდებული სტატიები
28 მაისი დილიდან 
Play Video

28 მაისი დილიდან 

28 მაისი დილიდან 
ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (ICFF) ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.