fbpx

„14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“ – ქუჩის მხატვრობა მკვლელობის შესახებ


გააზიარე სტატია

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე ახალი გრაფიტი გამოჩნდა, რომელიც ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარ 2 მოზარდის მკვლელობას ეხმაურება.

„14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“ – ასე ითარგმნება გრაფიტიზე მიწერილი ინგლისური წარწერა.

გრაფიტის ავტორად ფეისბუკში სანდრო ფაჩუაშვილს ასახელებენ.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი დაღუპული მოზარდის – დათო სარალიძის მკვლელის ვინაობა დაუდგენელია. მოზარდის მამის – ზაზა სარალიძის მტკიცებით, დამნაშავეებს ხელს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და გამოძიება მფარველობს. მომხდარის გამო, თბილისში, სასამართლოს შედეგების გამოცხადების დღიდან (31 მაისიდან) მოყოლებული ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება.