fbpx

4 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

AMC-იმ სერიალ Better Call Saul-ის მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღი გამოაცხადა

Better Call Saul AMC

ოქროს გლობუსის მფლობელი Breaking Bad-ის სპინოფი ეთერში 6 აგვისტოს დაბრუნდება.
წყარო: https://variety.com

 

ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი ტიმოთი შალამე და რობერტ პატინსონი ნეტფლიქსის ახალ ფილმში, The King-ში ერთად ითამაშებენ

Image result for ტიმოთი შალამე და რობერტ პატინსონი

ტიმოთი შალამე ფილმში ინგლისის მეფის, ჰენრი V-ის როლს შეასრულებს. ტიმოთისა და რობერტსის გარდა ფილმში ვიხილავთ შონ ჰარისს და ლილი როუზ დეპს. კინოსურათი ეკრანზე 2019 წელს გამოვა.
წყარო: http://www.vulture.com/

 

ჯენიფერ გარნერის ახალი როლი

Peppermint – ასე ჰქვია ფილმს, რომლის სიუჟეტიც რაილის (ჯენიფერ გარნერი) გარშემო ვითარდება. გარნერის პერსონაჟს ქმარ-შვილს მოუკლავენ, თუმცა მკვლელები კორუმპირებული და ნეპოტიზმში ჩაფლული სასამართლო სისტემის გამო კვლავ დაუსჯელები არიან. სწორედ ამიტომ რაილი თავის თავზე აიღებს სამართლიანობის აღდგენას.
წყარო: https://www.youtube.com

 

ჯოან როულინგი Fantastic Beasts-ის მესამე ნაწილის სცენარზე უკვე მუშაობს 2018 წლის ნოემბერში ეკრანზე Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილი გამოვა

fantastic beasts 3

სანამ მეორე ნაწილს ვიხილავთ, როულინგმა უკვე დაადასტურა, რომ ფრენჩაიზის მესამე ნაწილის სცენარზე მუშაობს. რაც შეეხება ფილმის მეორე ნაწილს, Fantastic Beasts-ში ვიხილავთ ედი რედმეინს, ჯონი დეპს, ჯუდ ლოუს, კატერინ უოტერსტონს, ელისონ სუდოლს, დან ფოგლერსა და ეზრა მილერს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობას მიიღებს ზოი კრავიცი, რომელიც ლიტა ლესტრეინჯის როლს მოირგებს.
წყარო: https://www.slashfilm.com/

 

რეჟისორი ბრაიან დე პალმა ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებული ამბების შესახებ საშინელებათა ფილმის გადაღებას გეგმავს

ფილმში ჰარვის სახელი საერთოდ არ იქნება ნახსენები და არც მისი პროტოტიპი იქნება მთავარი პერსონაჟი. რეჟისორი ამბობს, რომ ამ ჟანრისა და ისტორიის ფილმის გადაღება სწორედ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერის ამბებმა შთააგონა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ სერიალი The Sinner მეორე ნაწილით პირველ აგვისტოს დაბრუნდება

ახლახან შოუს პრომო გავრცელდა, სადაც უკვე გამოჩნდა სეზონის ახალი ვარსკვლავი – კერი კუნი.

წყარო: https://www.youtube.com

 

 ლონდონის ქუჩებში შერლოკი დაბრუნდა – BBC-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის მსახიობმა ბენედიქტ კამბერბეჩმა ველოსიპედისტი თავდამსხმელებისგან იხსნა

როგორც ცნობილია, კამბერბეჩი ცოლთან, სოფი ჰანთერთან ერთად, ლონდონის ცენტრალური ნაწილში ტაქსით მგზავრობდა, როცა თავდასხმის შემსწრე გახდა. ტაქსის მძღოლის თქმით, ბენედიქტმა სიმამაცე გამოიჩინა და სიტუაციაში ჩარევის დროს ის საკუთარ თავზე სრულიად არ ფიქრობდა. მძღოლი იხსენებს, რომ ბენედიქტი მათკენ მირბოდა და თავდამსხმელებს უყვიროდა: “თავი დაანებეთ”, შემდეგ კი ბრძოლაში ჩაერთო. როგორც ცნობილია, ველოსიპედისტი ადგილზე მიტანის სერვისის, Deliveroo-ს თანამშრომელი იყო. ინციდენტის გახმაურების შემდეგ კომპანიამ კამბერბეჩს საჯარო მადლობა გადაუხადა.

წყარო: https://www.theguardian.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.