ქალაქი ქალაქში
ჯიქიას ქუჩაზე, პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში, უზარმაზარი მწვანე ტერიტორიაა. დღეს თბილისში გამწვანება, მით უფრო ამ მასშტაბის, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს. აღმოჩნდა, რომ აქ ახალი დასახლებაა – “შენი სახლი ჯიქიაზე”, რომელიც საცხოვრებელ ნაგებობებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო სივრცეებსაც მოიცავს.
პირველ რიგში, რამაც ჩვენი მოწონება დაიმსახურა, რა თქმა უნდა, გამწვანებული რეკრეაციული ზონაა, კომპლექსში “შენი სახლი ჯიქიაზე” ფუნქციონირებს სამი დამოუკიდებელი გასართობი და დასასვენებელი სივრცე, შესაბამისად ბავშვებს დიდი არეალი აქვთ მრავალი აქტივობისთვის. გარდა სიმწვანისა, სკვერში ტრენაჟორებს და საინტერესო მინი-სკულპტურებსაც შეხვდებით; ყველა სადარბაზოში კი კედლის მხატვრობის ფრაგმენტს ნახავთ, სახალისო ქართული ანდაზებით. აღნიშნული კედლის მხატვრობა, როგორც იქ მცხოვრებლებმა აღნიშნეს, ხშირად მთელი დღის კარგი განწყობის გარანტია.
გარდა სკვერებისა, ტერიტორიაზე ნახავთ კაფეს, ჯანსაღი საკვებით და გემრიელი ყავით, ყვავილების მაღაზიას ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეებით, პიცერიას, დიზაინ-სტუდიას და სამაგიდო თამაშების გასართობ კლუბს.
როგორც გითხარით, ეზოში და სადარბაზოში ბევრ საინტერესო ობიექტს შეხვდებით, იქნება ეს რკინის სკულპტურები, კედლის მხატვრობა თუ ორიგინალური სადარბაზოს და ნომრების აღმნიშვნელები. ამ ყველაფერს მოსახლეობის გასახალისებლად მხატვართა ჯგუფი ამზადებს სტუდიაში, რომელიც ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მოკლედ, კომპლექსში მცხოვრებლებს შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიიდან არ გამოვიდნენ და მთელი დღეები სიმწვანეში გაატარონ, ჩვენ კი ვეცდებით ნელ-ნელა ყველა საინტერესო დეტალი გაგიზიაროთ ამ პატარა ქალაქიდან, რომელიც ჩვენ ქალაქში მდებარეობს და ძალიან მწვანეა.