fbpx

სპონსორი კორპორაციები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში


გააზიარე სტატია

 


ავტორი: ზუკა ოქროპირიძე

ფიფას საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა, რომელსაც ქომაგები მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი წერტილიდან აკვირდებიან.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს პირდაპირ ეთერში მილიარდზე მეტი გულშემატკივარი უყურებდა.

ღონისძიების მიმართ ასეთი ინტერესი ყოველთვის იწვევს ცნობილი კომპანიების მასშტაბურ სარეკლამო და სპონსორულ აქტივობებს. AT_ გაგაცნობთ 2018 წლის მთავარ სპონსორებს და მოგაწოდებთ ინფორმაციას მათი სოციალური კამპანიების შესახებ.

 

Adidas

(გერმანული კომპანია, რომელიც აწარმოებს სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და სხვადასხვა ინვენტარს.)

ფეხბურთი, როგორც ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, ყოველთვის წარმოადგენდა ადიდასის სტრატეგიულ პრიორიტეტს.

ნახევარ საუკუნეზე მეტია ამ ბრენდს უდიდესი წვლილი შეაქვს ფეხბურთისთვის აუცილებელი ატრიბუტების განვითარებაში, როგორიც არის ბუცები, ბურთები, ფორმები და ასევე სხვა საჭირო ეკიპირება.

კომპანიის  საქმიანმა ურთიერთობამ საფეხბურთო კლუბებთან და პირადად ფეხბურთელებთან, ის ამ სპორტის თითქმის შეუცვლელ ნაწილად აქცია.

ადიდასის და ფიფას ურთიერთობა 40 წელიწადზე მეტია გრძელდება.

1970 წლიდან ადიდასი მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის მწარმოებელი გახდა.

კომპანიის დიზაინერები და ინჟინრები წლების განმავლობაში ხვეწენ თავიანთ პროდუქციას  და ყოველთვის ძალიან საინტერესო სიახლეებს გვთავაზობენ.

გთავაზობთ ამ პრესტიჟული ბურთების ფოტოებს.

ამასთან გერმანული კომპანია ყოველთვის მხარს უჭერს  CSR (Corporate Social Responsibility) ინიციატივებს,  ფეხბურთის უკეთესი მომავლისა და თამაშის სწორი და პროგრესული განვითარებისთვის.

 

Coca-Cola

(უალკოჰოლო გაზიანი სასმელის მწარმოებელი კომპანია)

1866 წელს ამერიკელი ფარმაცევტის, ჯონ პემბერტონის მიერ შექმნილი პროდუქტის მოხმარება თითქმის უტოლდება დედამიწაზე წყლის მოხმარებას.

საინტერესო ფაქტი: დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ორი ქვეყანა (კუბა და ჩრდილოეთ კორეა), სადაც კოკა-კოლა არ იყიდება.

ფიფას და კოკა-კოლას ყველაზე ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ.

მათი არაფორმალური კავშირი 1974 წელს შედგა, ხოლო ოფიციალური შეთანხმება 1978 წელს გაფორმდა.

კოკა-კოლა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული სარგებლობს სტადიონებზე რეკლამის განთავსების უფლებით.

კომპანია ასპონსორებს ფიფას ეგიდით ჩატარებულ თითქმის ყველა ასაკობრივ და რეგიონულ ტურნირს, როგორიც არის:  FIFA World Cup, FIFA Women’s World Cup, FIFA U-20 World Cup, FIFA U-17 World Cup, FIFA Beach Soccer World Cup, FIFA Club World Cup, FIFA Interactive World Cup, FIFA U-20 Women’s World Cup,  FIFA U-17 Women’s World Cup, FIFA Futsal World Cup, and the FIFA Confederations Cup.

ასევე კომპანია აგრძელებს მამაკაცების და ქალების ეროვნული ნაკრებების რეიტინგის სპონსორობას.

 

Hyundai / Kia Motors

(უმსხვილესი სამხრეთკორეული საავტომობილო კომპანიები)

ისეთ მასშტაბურ სცენაზე, რასაც მუნდიალი ჰქვია, უსაფრთხო, კომფორტული და ეფექტური ტრანსპორტირება კრიტიკული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს.

ამ კომპანიებმა თავიანთი პროდუქტიულობითა და სტაბილურობით თავი დაიმკვიდრეს როგორც ფიფას უმნიშვნელოვანესმა პარტნიორმა და ჩემპიონატისათვის საჭირო ტრანსპორტის მთავარი პროვაიდერები გახდნენ.

2018 წლის მუნდიალზე  საფეხბურთო ნაკრებებს მოემსახურება თავთავიანთი ქვეყნის დროშით ბრენდირებული 32 (Universe Express Noble luxury coaches)  ავტობუსი.

ასევე 830 “ჰიუნდაის” და “კიას” მსუბუქი ავტომობილი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისათვის და მათი საფეხბურთო ფედერაციებისათვის.

 

Visa

(მულტიფუნქციური ფინანსური სერვისების კომპანია)

ფიფას ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვიზა 2007 წლიდან მოყოლებული ზრუნავს ფიფას ფინანსურ სერვისებზე.

ეს შეთანხმება 2022 წლამდე იმოქმედებს.

ვიზას უამრავმა პროდუქტმა  მილიონობით ფანს საშუალება მისცა გამოეცადა ის დიდი ზეიმი, რასაც ფეხბურთი ჰქვია.

კომპანია ყოველთვის უსაფრთხოდ და ეფექტურად ასრულებს მასზე დამოკიდებულ  სერვისებს.

2014 წლის მუნდიალზე ფიფა მხოლოდ ვიზას ბრენდირებულ ბარათებს იყენებდა გულშემატკივრების პერსონალური სურვილების გათვალისწინებით.

 

Gazprom

(ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი)

ეს ვეშაპი კომპანია  ბუნებრივი აირისა და ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია.

გამომუშავებული ბუნებრივი აირის 50 %-ს  რუსეთის ფედერაცია იყენებს, ხოლო დარჩენილი აირი გადანაწილებულია ევროპის 30 ქვეყანაში.

ბიზნესგანვითარების სურვილით კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ პროექტებს.

კომპანია როგორც ფიფას, ასევე უეფას და ჩემპიონთა ლიგის მთავარი სპონსორია.

ასევე თანამშრომლობს ევროპული  ქვეყნების ძლიერ საფეხბურთო კლუბებთან, როგორებიც არიან: გერმანული “შალკე 04”, ინგლისური “ჩელსი” და რუსული “ზენიტი”.


 

Qatar airways

(ავიაკომპანია)

არაბული ავიაკომპანია ასევე  ფიფას ამაყი სპონსორია.

კომპანიის  ახალი პარტნიორობა მოაზრებს ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, როგორიც არის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს და განსაკუთრებით 2022 წელს სწორედ ყატარში ჩასატარებელ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს.

სწრაფად მზარდი კომპანიის მფლობელობაში არსებული 200-ზე მეტი ავიახომალდი ყველა კონტინენტის მიმართულებით ასრულებს რეისებს.

ისინი 2010 წლიდან 2017 წლამდე იყვნენ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კატალონიური კლუბის, “ბარსელონას” სპონსორები.

 

wanda group

(უძრავი ქონების უმსხვილესი მესაკუთრე)

ეს ჩინური კომპანია, რომელიც 1988 წელს დაარსდა , ყოველთვის სამ ძირითად სექტორში საქმიანობდა  – უძრავი ქონება, ფინანსები და კულტურა.

დღეს კომპანია უმსხვილესი უძრავი ქონების და ასევე ყველაზე დიდი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის მფლობელია.

(Wanda Plaza პეკინში)

კომპანია  ძალისხმევას არ იშურებს ჩინური საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის განვითარებისთვის და ასევე ჩინური სუპერლიგის პარტნიორიცაა.

კომპანია მადრიდული გრანდის, „ატლეტიკო მადრიდის“ მთავარი სპონსორია.


კომპანიის  ახალაშენებულ სტადიონს სწორედ „Wanda Metropolitano” ჰქვია.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.