22 ივნისი – დილიდან
არტარეას პროექტი „თბილისური ეზოები“ 2018 წლის ზაფხულში საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს – „არტარეა ფესტივალის“ სახელით
პროექტის ფარგლებში ექვსი ღონისძიება – ექვს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება, სწორედ იმ ქალაქებში თუ კურორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება შედარებით მწირია. წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრებას თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ, ღირებულ ქართულ ხელოვნებას. შაბათს, 23 ივნისს ქალაქ რუსთავში „არტარეას ფესტივალის” პირველი ღონისძიება ჩატარდება და ღია ცის ქვეშ ქართული კინოკლასიკის, 1929 წელს გადაღებული კოტე მიქაბერიძის ფილმის – “ჩემი ბებიას” ჩვენება გაიმართება ნიკა მაჩაიძის და ნატალია ბერიძის ელექტრონული მუსიკის თანხლებით.
წყარო: https://at.ge/2018/06/20/artarea/
ინსტაგრამზე დიდი ცვლილებებია
პირველ რიგში გეტყვით, რომ უკვე შეგიძლიათ სხვისი პოსტები თქვენი მთავარი კედლიდან ისე დამალოთ, რომ მას unfollow არ გაუკეთოთ. ამის გარდა, ინსტაგრამმა ასევე დაამატა IGTV, რომელშიც ვერტიკალური ვიდეოების ყურება შეგიძლიათ. თუ ვიდეოების შემქმნელები ხართ, ამ განყოფილებაში შეძლებთ ატვირთოთ რამდენმესაათიანი ხანგრძლივობის ვიდეოები, ან უბრალოდ პოპულარული ინსტაგრამერებისა და ცნობილი ადამიანების ვიდეოებს უყუროთ. IGTV სთორის თავზე და მესიჯების გვერდზეა განთავსებული, თუმცა მას ცალკე აპლიკაციაც ექნება.
წყარო: https://www.youtube.com
Arrival-ისა და Stranger Things-ის შემქმნელები სამეცნიერო ფანტასტიკას გადაიღებენ. ფილმის რეჟისორი კი ჯორჯ კლუნი იქნება
Echo – ასე ერქმევა ახალ კინოსურათს, რომელიც მოგვითხრობს დრონის სპეციალისტის ამბავს, რომელსაც ჰგონია, რომ უცხოპლანეტელებმა მისი რეალური ცოლი გაიტაცეს და სხვა არსებით ჩაანაცვლეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი მსახიობები მიიღებენ ფილმში მონაწილეობას.
წყარო: https://geektyrant.com/
7 აგვისტოდან ABC-ზე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და წარმატებული სერიალის, “დაკარგულების” მიხედვით შექმნილი რეალითი შოუ გავა
როგორც ცნობილია, შოუში 12 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც მოუწევთ ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე სრულიად მარტოებმა გაიტანონ თავი. უფრო მეტიც, მათ დანარჩენი მონაწილეები უნდა მოძებნონ და თვითგადარჩენაზე იზრუნონ. გარდა ამისა, როგორც ABC-ის ერთ-ერთი პროდიუსერი ამბობს, რეალითი შოუში თითქმის ყველა ის ისტორია თუ კატასტროფა იქნება გამეორებული, რომელიც სერიალში ხდებოდა.
წყარო: https://www.cinemablend.com
ცოტა ხნის წინ Vimeo-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო ატვირთა, რომელიც მალევე გავრცელდა ვირუსულად და უკვე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა
ვიდეო 7 წუთი გრძელდება და მასში ჩატეულია კინემატოგრაფის ისტორიაში თითქმის ყველა დასამახსოვრებელი ცეკვის კადრი, რომელიც საერთო ჯამში 300 ფილმს მოიცავს.
წყარო: https://vimeo.com/
მარველი მუშაობას იწყებს სკარლეტ იოჰანსონის პოპულარული კინოგმირის, ნატაშა რომანოვას, იგივე შავი ქვრივის ცალკე ფილმზე
კომიქსების პერსონაჟზე დაფუძნებულ ფილმს უკვე სამი კანდიდატი რეჟისორი ჰყავს.
სუპერაგენტ შავ ქვრივზე ფილმის რეჟისორის სავარძლის დაკავების შანსი ნაკლებად ცნობილ სამ ქალ რეჟისორს – ავსტრალიელ კეიტ შორტლენდს, ინგლისელ ამა ასანტესა და ამერიკელ მარგარეტ ბეტს აქვთ. სცენარის ავტორი ასევე დამწყები ქალი სცენარისტი ჟაკ შეფერია, რომელმაც კინოკომიქსებით ცნობილი დევიდ ჰეიტერისა და ნიკოლ პერლმანის ადრეული დრაფტი გამოიყენა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
ქსავიე დოლანი IT-ის მეორე ნაწილში ითამაშებს
სტივენ კინგის It-ის მეორე ნაწილის გადაღებები 2018 წლის ზაფხულში დაიწყება და კინოთეატრებში 2019 წლის 6 სექტემბერს გამოვა. კინგის წიგნის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა გუნდი ჯერ ბავშვობაში, შემდეგ კი დიდობაში ცდილობს პატარა ქალაქის დემონის, კლოუნის, სახელად პენივაიზის, განადგურებას. უკვე ცნობილია ფილმის მსახიობების სიის დიდი ნაწილი. მათ რიცხვს კი ახლახან კანადელი რეჟისორი და მსახიობი, ქსავიე დოლანი შეემატა. ფილმში დოლანი ადრიან მელონის როლს შეასრულებს. კინგის რომანში მელონი გეი კაცია, რომელიც არაერთხელ გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი.
წყარო: https://www.slashfilm.com/
22 ივნისს, 12:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პროექტის, „კინო სკოლაში“ საგაზაფხულო სეზონი საზეიმოდ დაიხურება
კონკურსში გამარჯვებული კინოსკოლელების დაჯილდოებას ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები და ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე მოხდება პროექტის ელჩის – მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანის წარდგენა, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პროექტში. „კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი უკვე მეხუთე წელია წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში. პროექტში უკვე ჩაერთო 800 სკოლა და შედგა 9800 კინოჩვენება.
პროექტის, “თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, შაბათს, 23 ივნისს, 19:00 საათზე 9 აპრილის ბაღში გაიმართება გორის ქალთა გუნდის ღია კონცერტი
წყარო: https://www.facebook.com/