fbpx

ცოცხალი მუსიკა ლიკანისგან


გააზიარე სტატია


„იქ სადაც ცოცხალი და თანამედროვე მუსიკაა, არის ლიკანი“ – ამ მარტივი და გასაგები იდეის ფარგლებში ლიკანი Tbilisi Open Air-ზე ახალი კონცეპტით წარსდგება.


„Tbilisi Open Air-თან უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. წელს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ფესტივალის გახსნას ბაზარზე „ლიკანის“ განახლებული ეტიკეტის გამოჩენა  ემთხვევა.“ – „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე აღნიშნავს, რომ განახლებული შეფუთვა იდეალურად ეხმაურება ბრენდის იდეებს, არის დინამიური და ახალგაზრდული.


შესაბამისად კომპანია საფესტივალო სივრცეშიც ამ იდეების პრეზენტაციას მოახდენს. ლისი ვონდერლენდის ხეივანში მსმენელს თანამედროვე და საინტერესოდ გაფორმებული სცენა Singer Jazz Stage დახვდებათ, სადაც ცოცხალი მუსიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

 

Singer Jazz Stage არც ჟანრობრივად და არც ასაკობრივად შეზღუდული არ იქნება, თუმცა პრიორიტეტი ცოცხალ მუსიკას და ქართველ შემსრულებლებს მიენიჭებათ. ამის მიზეზი მარტივია – ლიკანისთვის ქართველი არტისტების პოპულარიზაცია და მათთვის საინტერესო პლატფორმის შეთავაზება უმთავრესი პრიორიტეტია. ამის კარგი მაგალითი იყო პროექტი „მუსიკასთან ახლოს“, რომლის ფარგლებშიც სცენა ბევრისთვის უცნობ, თუმცა ძალიან ნიჭიერ და საინტერესო შემსრულებლებს დაეთმოთ – არტისტებს, რომლებიც თანამედროვე ქართული მუსიკის ისტორიას ქმნიან.


22 ივნისს სცენა რეზო კიკნაძის კვინტეტის ცოცხალი შესრულებით გაიხსნება, რასაც მომდევნო დღეს დინი ვირსალაძის ტრიო, ლაშა აბაშმაძის კვინტეტის და პროექტის Blu Moor ლაივები მოჰყვება.


საინტერესოა ფესტივალის დახურვის დღის მუსიკალური შემადგენლობაც. 24 ივნისს სცენას ზურა რამიშვილის ტრიო გახსნის და პროექტი “Amaze” გააგრძელებს.

პაპუნა შარიქაძის ტრიო კი მიშო ურუშაძესთან ერთად საინტერესო ერთობლივ პროექტს წარადგენს.

Tbilisi Open Air და „ლიკანის“ თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა Singer Jazz Foundation-ის შექმნა. ფონდისთვის გამოყოფილია 5000 ლარი,  რომელიც ახალგაზრდა არტისტების კონსერვატორიაში სწავლას მოხმარდება.

Tbilisi Open Air” – ის დასრულების შემდეგ, „ლიკანის“ სცენა რიყის პარკში გადაინაცვლებს, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში არაერთი საინტერესო საღამო და ლაივი შედგება. ბევრისთვის ცნობილ და საყვარელ შემსრულებლებთან ერთად, მოწვეული იქნებიან ახლად აღმოჩენილი მუსიკოსებიც. „ჩვენი სურვილია ლიკანის სცენა გახდეს ასპარეზი ახალი თაობისთვის და საღამოს თავშეყრის საყვარელი ადგილი ლისის ტბაზე . მთავარია, რომ მუსიკა ცოცხალია და ჩვენ გავყვებით მის რიტმს.“ – აცხადებს ტატა ქათამაძე.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.