fbpx

„ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ – თბილისი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის მსოფლიო აქციას უერთდება


გააზიარე სტატია

 

დღეს, საღამოს 8 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება აქცია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად”, რომელიც  სახელმწიფოებს მთელ მსოფლიოში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარებასა და ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი ადამიანური მიდგომის დამკვიდრებისკენ მოუწოდებს. ეს გულისხმობს ნარკოდამოკიდებულების პრობლემის სამმართლებრივი სივრციდან – საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გადატანას.

ზრუნვა დასჯის ნაცვლად

26 ივნისს აქციას უერთდებიან და კონცერტს გამართავენ ელენე კალანდაძე, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ჯგუფი „არა“, ჯგუფი „მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა)“, დიჯეები DJ Nuji, Tomma, Bacho, Bero, Autumn tree [Leon]➡ შემოგვიერთდით – https://goo.gl/R8GzXc

Gepostet von ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა am Freitag, 22. Juni 2018

 

ვიდეო:  26 ივნისს აქციას უერთდებიან და კონცერტს გამართავენ ელენე კალანდაძე, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ჯგუფი „არა“, ჯგუფი „მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა)“, დიჯეები DJ Nuji, Tomma, Bacho, Bero, Autumn tree [Leon]

კრიმინალიზებულ ნარკოპოლიტიკას საქართველოში ყოვეწლიურად ათასობით ადამიანის მომავალი და კეთილდღეობა ეწირება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ქართველი მუსიკოსი მიხაილო, რომელიც უკვე 5 წელია სასჯელს იხდის მდმა-ს შეძენა-შენახვისთვის, თუმცა ცდილობს თავისი საყვარელი საქმე გისოსებს მიღმაც გააგრძელოს.

მიხაილომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით გარდაქმნა მუსიკალურ სტუდიად, სადაც გამოყოფილი დროის მონაკვეთში მუსიკას წერს. გარდა ამისა, ის ჩართულია ციხეში არსებულ სხვადასხვა აქტივობებში და დაწესებულებაში გაკეთებული პროექტების ხშირი ინიციატორია. ყველაფერთან ერთად, მიხაილო პატიმრებისთვის დროდადრო მუსთერაპიასაც ატარებს.

წელს გამოვიდა მიხაილოს ალბომი ბრიტანულ ლეიბლზე, ხოლო დამატებით ორი ალბომი უახლოეს მომავალში იაპონურ და გერმანულ ლეიბლებზეც გამოვა. ასევე, გერმანული ჟურნალი Telekom Elektronik Beats მიხაილოს დაწესებულებაში ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა. მიხაილო ამჟამად დისტანციურად მუშაობს გერმანიაში მცხოვრებ არტისტთან ერთობლივ კოლაბორაციულ ალბომზე.

ვიდეო: მსჯავრდებულმა „ელექტრონავტ 2016“-ის დაჯილდოების ცერემონიაში  მიიღო მონაწილეობა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.