fbpx

27 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ყველაფერი – რაც ახალ საერთაშორისო ფესტივალ  Echowaves-ზე უნდა იცოდეთ

Echowaves 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში, ანაკლიაში ჩატარდება. ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე 150-მდე არტისტი წარსდგება მსმენელის წინაშე. მათ შორის არიან Tricky, Solomun, Jonas Kopp, Function, Matthew Dekay, Kollektiv Turmstrasse, Juan Atkins feat, Dzijan Emin & Tbilisi State Conservatoire Orchestra, Nu, Dominik Eulberg, Henrik Schwarz, Viken Arman, Derrick Carter, Sigha, Antigone და სხვები.  Echowaves ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ფესტივალის, Exit-ის ქოლგის ქვეშ ტარდება. ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა. გარდა მუსიკისა, Echowaves ფესტივალი მოიცავს სპორტულ აქტივობებს, თეატრალურ, სახელოვნებო, კულტურულ ღონისძიებებს, ასევე სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს. ახალ საერთაშორისო ფესტივალზე დიდი ყურადღება ექცევათ ქართველ მუსიკოსებსაც, რომლებიც Echowaves-ზე დაუკრავენ. ესენი არიან: BACHO, Gio Shengelia, Stimmhalt, Tomma, Frequency Shifter, Greenbeam & Leon, Yanamaste და სხვ. 

ფოტო: https://joey.on.ge/

 

ჰოლივუდის დიდების ხეივნის ადმინისტრაციამ იმ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2019 წელს ვარსკვლავს გაუხსნიან

მსახიობებს შორის არიან – ალან არკინი, კრისტენ ბელი, დენიელ კრეიგი, რობერტ დე ნირო, გილერმო დელ ტორო, ენ ჰეთეუეი, ლუპიტა ნიონგო, ტაილერ პერი, ჯინა როულენდი, ლუსი ლუ, მენდი მური, დაიან უესტი. რაც შეეხებათ მუსიკოსებს, 2019 წელს დიდების ხეივანში იგეგმება  პინკის, დოლი პარტონისა და სხვა მომღერლების ვარსკვლავების გახსნა.

წყარო: https://variety.com/

 

YouTube სერიალის გადაღებას გეგმავს, რომელშიც მთავარ როლს კირსტენ დანსტი შეასრულებს, პროდიუსერი კი ჯორჯ კლუნი იქნება

შავი კომედიის ჟანრის ახალ შოუს On Becoming a God in Central Florida ერქმევა და მის სცენარს რობერტს ფანკი და მეთ ლუცკი დაწერენ.

წყარო: https://variety.com/

 

ამერიკის კინოაკადემიამ ახალი წევრობის მოსაწვევი 928 ადამიანს გაუგზავნა მოწვეულ წევრებს შორის ყველაზე პატარა, 14 წლის კუავენჟაეი უოლისია, ხოლო ყველაზე მხცოვანი, 86 წლის სოფია გუბაიდულინა

Image result for Academy Invites Record 928 New Members

 მოწვეულ წევრებს შორის 49% ქალია, დათანხმების შემთხვევაში,  აკადემიაში 31% ქალი იქნება, ხოლო 38% – ფერადკანიანი.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართება საჯარო დისკუსიების ციკლი ბიუროს ძირითადი პროგრამული მიმართულების თემებზე: დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, გენდერული დემოკრატია და გარემოს დაცვა და ენერგეტიკა.

Image may contain: 6 people, text

ოთხშაბათს, 27 ივნისს, 19:00 სთ-ზე შედგება დისკუსია თემაზე – ბრძოლების გადაკვეთა და დაშორება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

HBO-ს სერიალში ჯერემი აირონსი ითამაშებს

He joins Regina King, Don Johnson and Tim Blake Nelson, among others.

HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, The Leftovers-ის შემქმნელი დეიმონ ლინდელოფი ახალი პროექტისთვის ემზადება. როგორც ცნობილი გახდა, სერიალში ერთ-ერთ როლს ჯერემი აირონსი შეასრულებს. გადაღებები კი სულ მალე დაიწყება. ჯერემის გარდა, სერიალში უკვე დამტკიცებული არიან  მსახიობები – რეჯინა კინგი, დონ ჯონსონი, ტიმ ბლეიკ ნელსონი და ენდრიუ ჰოვარდი.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

Are You Sleeping – ასე ჰქვია Apple-ის ახალ სერიალს, რომლის პროდიუსერიც რიზ უიზერსპუნი იქნება, მთავარ როლს კი ოსკარის მფლობელი მსახიობი ოქტავია სპენსერი შეასრულებს

Image result for Octavia Spencer to Star in Apple True Crime Podcast Drama From Reese Witherspoon

კრიმინალური დრამის სიუჟეტი რეალურ ფაქტებს ეფუძნება, რომელიც მწერალმა კეტრინ ბარბერმა წიგნად გამოსცა. ცნობილია, რომ სერიალის ორი სეზონი უკვე დაგეგმილია.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 


რეკომენდებული სტატიები
26 ივნისი - დილიდან 
Play Video

26 ივნისი - დილიდან 

26 ივნისი - დილიდან 
რუსეთის ფილმსაცავში დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება - საქართველოში „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.