დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი


გააზიარე სტატია

 

“მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ…”-გალაკტიონის ეს ცნობილი სტროფები და სხვა ქართული წარწერები გამოჩნდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველის, დიზაინერ დემნა გვასალიას “VETEMENTS”-ის გაზაფხული-ზაფხულის SS19 კოლექციაში.

გუშინ, პირველ ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის (ვეტმო) ჩვენება გაიმართა.

დემნა გვასალიამ სპეციალურად ამ “შოუსთვის”, რომელსაც თავად ფილმს უწოდებს 40 ქართველი მოდელი შეარჩია თბილისიდან.

“მე მინდოდა ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა. შოუს ნაცვლად ფილმის ჩვენება. მე დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა.” – ამბობს გვასალია,რომელიც დღეს თავის ძმასთან გურამთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და ტრენდულ მოდის ბრენდს წარმოადგენს.

 

😂😂😍

A post shared by Believe in something bigger.DG (@demnagvasaliadaily) on

😍😍😍💗 #Vetements

A post shared by Believe in something bigger.DG (@demnagvasaliadaily) on

თეთრი პერანგი სხვადასხვა და მათ შორის ბებიის წარწერით, რომლითაც საქართველოში ახალგაზრდები სკოლის დასრულებას ზეიმობენ.

ოთხი ქვეყნის დროშა, რომლებმაც სხვადასხვა დროს ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს დემნას ცხოვრებაზე.

ბომბერის სახელო წარწერით : We dance together, We fight together – ჩვენი უახლესი ისტორიის – 2018 წლის 12 მაისის აქციის სლოგანია.

ბრენდის სახელწოდება Vetements -(ქართულ თარგმანში-ტანსაცმელი) კოლექციის უმრავლეს ნაწილზე წარმოდგენილია ქართულად, ანბანური დამწერლობით .

Vetements ss19 #vetements

A post shared by Primol Xue (@primolxue) on

#Vetements @vetements_official ✨❤️

A post shared by Believe in something bigger.DG (@demnagvasaliadaily) on

ჩვენება გახსნა მოდელმა გამჭვირვალე მაისურში – ტატუირებული კანის ეფექტით, ქსოვილზე მოსკოვის “წმინდა ვასილის კათედრალის” ფონზე დედისა და შვილის გამოსახულება და წარწერა “ტანსაცმელი” დომინირებდა.

“… ვფიქრობ, აქამდე არ მქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა, რომ ასეთი კოლექცია წარმომედგინა.მე 10 წლის ვიყავი, როცა ჩემი სახლი დაბომბეს და დევნილი აღმოვჩნდი ჩემს სამშობლოში.” – უთხრა დემნამ პრესას ჩვენების წინ.

 

პოლიტიკური განაცხადის გარდა, ჩვენებას შემეცნებითი დატვირთვაც ჰქონდა. კოლექციაზე წარმოდგენილი ზოგიერთი პრინტის დასკანერება შესაძლებელია Vetements app-ზე, რის შემდეგაც პირდაპირ გადაგამისამართებთ ვიკიპედიას – გვერდზე სადაც მოიპოვებთ გენოციდის შესახებ ინფორმაციას.

“მე ვურჩიე ჩემს ფსიქოლოგს, დასწრებოდა დღევანდელ ჩვენებას, რადგან ეს შოუ ბევრ პასუხგაუცემელ შეკითხვაზე გასცემდა მას პასუხს” – ნახევრად ხუმრობით თქვა დემნამ შოუს დასასრულს.

 

 

ფოტოები: https://www.vogue.com

 

ნიღბიანი ბიჭი, აფხაზეთი და ომი. როგორც ნებისმიერი ქართველის, ასევე დემნა გვასალიას და მისი ძმის, გურამ გვასალიას ყველაზე სენტიმენტალური მოგონებები სოხუმზე. – აი ასეთი იყო ჩვენება, რომელზეც რამდენიმე საათში ყველა მოდური თუ ონლაინ გამოცემა წერდა.

Vetements

ფოტო: https://footwearnews.com/

35000787_614552555595215_3493721561880330240_n

ფოტო: http://www.dazeddigital.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.