დალიე და ითამაშე – წყალი „ბაკურიანის” ახალი პროექტი
დღეიდან საქართველოს სუპერმარკეტებში წყლის თაროები ყველაზე განსაკუთრებული იქნება, წყალი „ბაკურიანის” ახალი, საბავშვო შეფუთვები, თქვენზეც არანაკლებ შთაბეჭდილებას მოახდენს, რადგან „დისნეის“ მაყურებლების ასაკი შეუზღუდავია.
„ბაკურიანის” ახალი პროექტის გზავნილია: საყვარელი გმირები სულ შენთან ერთად“. საბავშვო ხაზის ეტიკეტის შეფუთვა უოლტ დისნეის და “მარველის” გმირებით იქნება გაფორმებული. კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველომ კომპანია „უოლტ დისნეი დსთ“-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა, რომლის მიხედვით კომპანიას „დისნეის“ და ასევე, „მარველის“ პორტფოლიოში არსებულ გმირებზე გამოყენების ლიცენზია ენიჭება.
„დისნეის“ პერსონაჟებით გაფორმებული საბავშვო წყალი, „ბაკურიანის” რიგით მეორე პროექტია „ბაკურიანი ციდას“ შემდეგ. „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის.
ორი ივლისიდან, ყველასათვის საყვარელი გმირები – ელზა, ანა და ოლაფი „დისნეის“ Frozen-დან და რკინის კაცი, ჰალკი და თორი „მარველის“ Avengers-დან, ბავშვების საყვარელი წყლის, „ბაკურიანის“ განუყოფელი ნაწილი გახდება.
სალომე ბეჟიტაშვილი, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი:
„საბავშვო სეგმენტი ჩვენთვის სიახლე არ არის, „ბაკურიანი“ ციდას გამოსვლის შემდეგ, მომხმარებლისგან დიდი მოთხოვნა და პოზიტიური გამოხმაურება გაჩნდა. გამოიკვეთა, რომ ბავშვთა წყლის სეგმენტი საკმაოდ მოთხოვნადი და მზარდია. „ბაკურიანი“ ყველაზე ჯანმრთელი, ბავშვებისთვის აუცილებელი და საყვარელი წყალია, „დისნეის“ ფილმებზე კი თაობები იზრდებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ სასარგებლო სასიამოვნოსთვის შეგვეთავსებინა და ჩვენი მომხმარებელი კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა. „დალიე და ითამაშე“ სწორედ ესეთია ჩვენი კომუნიკაციის მესიჯი და მიზანიც“.