საცურაო აუზების ფასები
ცხელი ზაფხულის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების მოძიება, სადაც გაგრილებას, გარუჯვასა და დასვენებას შევძლებთ. თბილისში არაერთი საცურაო აუზი ფუნქციონირებს, ხოლო მათი ფასები და მომსახურების პირობები განსხვავებულია.
At.ge გთავაზობთ თბილისში მდებარე საცურაო აუზების ფასებს:
ვაკის საცურაო აუზი
ვაკის აუზზე ერთჯერადი საშვის ღირებულება 60 ლარია, ხოლო ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის – 400 ლარი. თვეში 12 ვიზიტი (ვიზიტის ხანგრძლივობა 2 საათი – კვირის ნებისმიერ დღეებში, 13 საათიდან 17 საათამდე) 200 ლარით განისაზღვრება. თვეში 8 ულიმიტო ვიზიტი (მხოლოდ შაბათ-კვირას) ასევე 200 ლარი დაგიჯდებათ.
სასტუმრო Holiday Inn-ის საცურაო აუზი
ამ აუზზე სამუშაო დღეებში ერთი ვიზიტი 50 ლარი ღირს, ხოლო შაბათ-კვირას – 75 ლარი. ერთთვიანი აბონემენტის ფასი კი 550 ლარია.
სასტუმრო “რედისონის” საცურაო აუზი
ღია აუზი “ოაზისი” “რედისონში” ერთჯერადად 50 ლარი ღირს; ხოლო დახურულ აუზზე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით – 60 ლარი, პარასკევს – 75, ხოლო შაბათ-კვირას – 90 ლარი. თუ ერთთვიანი აბონემენტით სარგებლობას გადაწყვეტთ, 700 ლარის გადახდა მოგიწევთ.
საცურაო აუზი “ნეპტუნი”
აქ ერთი ვიზიტის ფასი 50 ლარია. ულიმიტო ერთთვიანი აბონემენტი 350 ლარი ღირს, ხოლო თვეში 12-ჯერ შესვლა 300 ლარი დაგიჯდებათ.
“ჯინო ფერედაისის” აკვაპარკი
6 წლამდე ბავშვებისათვის “ჯინო ფერედაისის” აუზებით სარგებლობა უფასოა. უფროსებისათვის სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტის ფასი 30 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას – 40 ლარი. სკოლის მოსწავლეთათვის აუზების სტუმრობა 30 ლარით განისაზღვრება. “ჯინო ფერედაისი” ასევე გთავაზობთ ოჯახურ პაკეტებს:
- საოჯახო პაკეტი 2 + 1 75 ლარი
- საოჯახო პაკეტი 2 + 2 90 ლარი
- საოჯახო პაკეტი 2 + 3 105 ლარი
- საოჯახო პაკეტი 2 + 4 120 ლარი
“კრწანისის რეზიდენციის” საცურაო აუზი
საკუთარ მომხმარებლებს განსხვავებულ ფასებს სთავაზობს. სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტი 35 ლარი ღირს, ხოლო შაბათ-კვირას 45 ლარი. სამუშაო დღეებში აბონემენტით სარგებლობის ფასი 300 ლარია, შაბათ-კვირას კი 280 ლარი. ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ფასი 480 ლარია.
“ჯიქიას საცურაო აუზი”
ამ აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ფასი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 16 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას – 19 ლარი. ერთთვიანი აბონემენტი, შაბათ-კვირის გამოკლებით, 145 ლარი დაგიჯდებათ.
სპორტ-თაიმი
აქ ერთჯერადი ვიზიტის ფასი 20 ლარია. თვეში 8 ვიზიტი 120 ლარი ღირს, 12 ვიზიტი კი 150 ლარი. ყოველდღიური აბონიმენტის ფასი 200 ლარს შეადგენს.
ოლიმპიური აუზი
ოლიმპიურ აუზზე ერთჯერადი ვიზიტი – 30 ლარი ღირს, 12 წლამდე მოზარდებისთვის – 15 ლარი. აბონემენტით 8 ვიზიტი – 130 ლარი, 12 ვიზიტი – 160 ლარი, ერთთვიანი ულიმიტო 260 ლარი.