6 ივლისი დილიდან

6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა

პირველად ამ დღის აღნიშვნა დიდ ბრიტანეთში დაიწყეს, შემდეგ კი ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯერჯერობით კოცნის მსოფლიო რეკორდი მინესოტელ ბიჭს ეკუთვნის, რომელმაც 1990 წელს 80 საათის განმავლობაში 8001 ადამიანს აკოცა.
რუსეთის ქალაქ სამარაში მოქალაქეებს წყლის დაზოგვის მიზნით ერთად ბანაობას სთხოვენ

მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატი და ამ პერიოდში გაზრდილი წყლის მოხმარებაა.
წყარო: https://lenta.ru/
კინოკომპანია Sony-მ სრულიად შემთხვევით Youtube-ზე ფილმის, Khali the Killer-ის ტრეილერის ნაცვლად სრული ვერსია ატვირთა და გამოაქვეყნა

აღნიშნულ ვიდეოზე წვდომა მომხმარებლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ, შემდეგ კი კომპანიამ შეცდომა აღმოაჩინა და ის პლატფორმიდან გააქრო.
წყარო: https://www.bbc.com
საშა ბარონ კოენის შემდეგი ფილმი ტრამპზე იქნება
A message from your President @realDonaldTrump on Independence Day pic.twitter.com/O2PwZqO0cs
— Sacha Baron Cohen (@SachaBaronCohen) July 4, 2018
ინფორმაცია ამის შესახებ კომიკოსმა ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა.
წყარო: https://twitter.com/
ნამსი ჰანი, ფრანჩესკა გარდნერი, მეთიუ ორტონი და ჩარლზ კემინგი სცენარისტთა სპეციალური ჯგუფის წევრები გახდნენ, რომლებმაც “ღამის ადმინისტრატორის” მეორე სეზონზე უნდა იმუშაონ

ახალი ეპიზოდების გამოსვლა ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაანონსებულა. სერიალი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. პირველი სეზონი მოგვითხრობს ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ღამის ადმინისტრატორის შესახებ, რომელიც იარაღით მოვაჭრეთა საერთაშორისო ქსელში სპეცსამსახურების დავალებით იწყებს მუშაობას.
წყარო: http://www.denofgeek.com/
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი ბრაკონიერი ლომებმა შეჭამეს

დაუდასტურებელი ცნობით, მათთან ერთად მესამე ბრაკონიერიც იყო. გამოცემა იუწყება, რომ სამხრეთ აფრიკის ქალაქ კენტონის სიახლოვეს მდებარე ნაკრძალში რეინჯერებმა 2 ადამიანის ნარჩენები იპოვნეს. ოფიციალური პირების ცნობით, ისინი სავარაუდოდ მარტორქებზე მონადირე ბრაკონიერები იყვნენ.
წყარო: https://www.bbc.com
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალმა დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამა გაასაჯაროვა, რჩეულ ფილმებს შორის კი მარიამ გულბიანის ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ მოხვდა

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ორი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედების დიდი ნაწილი პანკისის ხეობაში ვითარდება.
წყარო: https://www.sff.ba/
გერმანიაში ქართველი საოპერო ვარსკვლავების საღამო გაიმართება

ბერლინის ფილარმონიის სცენაზე 26 სექტემბერს ნინო მაჩაიძე, ბადრი მაისურაძე, ნინო სურგულაძე, გიორგი გაგნიძე, იანო თამარი, სალომე ჯიქია, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი და რამაზ ჩიკვილაძე იმღერებენ. კონცერტს თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
ფოტო: https://cdn.1tv.ge/

