fbpx

9 ივლისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

მსახიობმა მაიკლ ფასბინდერმა შესაძლოა, სულ მალე ახალ ფილმში ჯულია რობერტსთან ერთად ითამაშოს

გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ის აქტიურად განიხილება ფილმში Little Bee ერთ-ერთი როლის შემსრულებლად. კინოსურათს სტუდია ამაზონი გადაიღებს, სიუჟეტი კი კრის კლეივის ბესტსელერს, The Other Hand-ს ეფუძნება.

ფოტო: http://www.media2.hw-static.com

 

10-წლიანი პაუზის შემდეგ ემი ადამსი კვლავ პრინცესა ჟიზელას როლს მოირგებს

enchanted

Disenchanted – ამ სახელწოდებით ფილმი პირველად 2007 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, სწორედ ამიტომ ფილმის შემქმნელებმა მისი მეორე ნაწილის გადაღება გადაწყვიტეს. ფილმის სიუჟეტი პრინცესა ჟიზელას შესახებ მოგვითხობს, რომელიც ბოროტმა დედოფალმა თავისი ქვეყნიდან თანამედროვე მანჰეტენის ქუჩებში გადაასახლა.

წყარო: https://decider.com

 

მაღალი სიცხის გამო ავსტრალიაში  ასფალტმა დნობა დაიწყო, რის შედეგადაც 50-მდე მანქანას ბორბლები, ბამპერები და პანელები დაუზიანდა

Two wheels of a truck coated in tar

ავსტრალიის სატრანსპორტო დეპარტამენტის წარმომადგენლებს გზის იმ მონაკვეთის გადაკეტვა მოუწიათ, რომელიც დაზიანდა. ასფალტის დნობის შედეგად დაზარალებულებს მთავრობა ზარალის სრულ ანაზღაურებას დაჰპირდა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი ნატალი პორტმანი სულ მალე HBO-ს ახალ სერიალში, We Are All Completely Beside Ourselves მთავარ როლს შეასრულებს

Natalie Portman HBO miniseries

სერიალი კარენ ჯოი ფლოვლერის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით შეიქმნება და ის როზმარი ქუქის ისტორიას მოგვითხრობს.

წყარო: https://variety.com/

 

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჯუდი დენჩი ტრევორ ნანის ახალ ფილში, Red Joan მთავარ როლს შეასრულებს

Judi Dench in Red Joan

ოსკარის მფლობელი მსახიობი კინოსურათში რეალური პიროვნების, ჯოან სტენლის როლს მოირგებს, რომელიც სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაკვეთით დიდ ბრიტანეთში ჯაშუშობდა.

წყარო: https://www.empireonline.com/

 

დარენ არანოვსკი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვიოს

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ამერიკელი რეჟისორი დარენ არანოვსკი ეწვია. არანოვსკი საქართველოში არასაქმიანი, პირადი ვიზიტით იყო ჩამოსული და თბილისის გარდა, ჭიათურა და ყაზბეგი მოინახულა. ეროვნული კინოცენტრის თხოვნით, დარენ არანოვსკი ჟურნალისტებს შეხვდა და საქართველოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამერიკელი რეჟისორის თქმით, საქართველოში ნებისმიერი იდეისთვისაა შესაძლებელი გადასაღები სივრცის პოვნა და მოწყობა. შესაბამისად, მომავალში უკვე სამუშაო ვიზიტით სტუმრობას არ გამორიცხავს.

ფოტო: https://media1.popsugar-assets.com/

 

რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ასტანაში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმისთვის „დედე“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა

ფილმი ხუთ ნომინაციაში იყო წარდგენილი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და ჟიურის პრიზი. 

ფოტო: http://georginacoburnarts.co.uk


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.