10 ივლისი დილიდან
”სამეფო კარის თამაშებს” არია სტარკის როლის შემსრულებელი მეისი უილიამსი ემშვიდობება
მსახიობმა შოუსთან გამომშვიდობება ინსტაგრამზე ამაღელვებელი პოსტითა და სისხლიანი ფეხსაცმლით გადაწყვიტა. “ნახვამდის ბელფასტო. ნახვამდის არია. ნახვამდის სამეფო კარის თამაშებო. საოცარი პერიოდი მქონდა. ახლა სხვა თავგადასავლების დროა”, – წერს მეისი ინსტაგრამზე.
წყარო: https://www.instagram.com/
გალ გადოტი ვირჯინიის შტატში ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა და პაციენტებს სიურპრიზი მოუწყო.
Thank you @GalGadot for visiting us @InovaHealth Children’s Hospital. You are a true Wonder Woman. The kids loved it…and so did the staff 😉 #wonderwoman84 pic.twitter.com/EFDLM02rpf
— Dr. Lucas Collazo (@DrCollazo) July 6, 2018
წყარო: https://twitter.com/
“ბანქოს სახლის” ვარსკვლავი რობინ რაითი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პირველად დათანხმდა, კევინ სპეისისთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გაეკეთებინა
“Kevin and I knew each other between action and cut.”
Watch a preview of @SavannahGuthrie’s exclusive conversation with @RealRobinWright about Kevin Spacey and @HouseofCards. Tune in tomorrow for full interview. pic.twitter.com/9jCUnyVd0e
— TODAY (@TODAYshow) July 8, 2018
“კევინი და მე ერთმანეთს გადასაღები მოედნიდან ვიცნობთ. მე არ ვიცნობ მას როგორც კაცს, მაგრამ ვიცნობ როგორც თავისი საქმის შეუდარებელ ოსტატს”, – თქვა რობინ რაითმა.
წყარო: https://twitter.com/
ქეით უინსლეტი და დაიან კიტონი “ნოტინგ ჰილის” შემქმნელის ახალ ფილმში ითამაშებენ
Blackbird – ასე ერქმევა “ნოტინგ ჰილის” რეჟისორის, როჯერ მიშელის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ლეგენდარული მსახიობები დაიან კიტონი და ქეით უინსლეტი შეასრულებენ. ფილმის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, უინსლეტი და კიტონი კინოსურათში დედა-შვილის როლს მოირგებენ.
წყარო: https://www.celebretainment.com
რეიფ ფაინსი ტერი გილიამის ახალ ფილმში ითამაშებს
რეჟისორი მწერალ პოლ ოსტერის რომანის, “მისტერ ვერტიგოს” (Mr. Vertigo) ეკრანიზაციას იწყებს. რომანში მოქმედება 1920-იან წლებში ხდება. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ობოლი ბიჭია, რომელიც სენტ-ლუისის ქუჩებში დახეტიალებს და იდუმალ მისტერ იეჰუდას გაიცნობს, რომელიც მას თავშესაფარში წაიყვანს და ფრენას ასწავლის.
წყარო: http://www.comingsoon.net/
რეჟისორი იარგოს ლანთიმოსი ახალ ფილმს, The Favourite-ს იღებს, რომელშიც მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ უაისი და ოლივია კოლმანი ასრულებენ
ფილმი სტიუარტების დინასტიის უკანასკნელი დედოფლის, ანას პერიოდში მომხდარ პოლიტიკურ ინტრიგებზე მოგვითხრობს.
წყარო: https://www.youtube.com/
ანა ურუშაძე სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის წევრი იქნება
ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”. ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. დოკუმენტური ფილმების კონკურსში წარმოდგენილია მარიამ გულბიანის ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – ბაქარ ჩერქეზიშვილის “აპოლო – ჯავახეთი”. ასევე, სარაევოს კინოფესტივალი ახალგაზრდა ტალანტების პროგრამას, Talents Sarajevo-ს უმასპინძლებს, სადაც პროდიუსერი ანი კაშია მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სარაევოს შარშანდელი კინოფესტივალი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ფესტივალის გრან პრი ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის “საშიში დედა”, რატი ონელის “მზის ქალაქი” კი სარაევოში საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. წელს კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის წევრი სწორედ ანა ურუშაძე იქნება. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანეს კინო ღონისძიებად ითვლება. წელს ფესტივალი 10 – 17 აგვისტოს ჩატარდება.
წყარო: http://www.gnfc.ge/