fbpx

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა


გააზიარე სტატია

Facebook-სა და Insgargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა – Piro$money, რომელიც მობილურით გადაღებული ფოტოებისგან ფანტასტიკურ გარემოს ქმნის.

მოჩუხჩუხე მდინარეები კორპუსებს შორის, აყვავებული საბჭოთა ნაგებობები, ფლამინგოები მიტოვებულ შენობებთან და ზვიგენები გმირთა მოედანზე – ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც მის გვერდებზე ნახავთ.

AT_: ვინ არის Piro$money?

Piro$money: Piro$money ადამიანი, რომელიც საკუთარ შინაგან სამყაროს გაჩვენებთ. შემიძლია გავაიგივო მუსიკის ან ტექსტის წერასთან, თითოეულ ნამუშევარში ჩემი ხასიათი და ემოციაა ჩადებული. Piro$money არის ჩვენი ქალაქის ახალი ხედვის ფორმა, რომელსაც ვთავაზობ ხალხს ჩემი კოლაჟებით. ეს ყველაფერი სპეციალურად არ მომხდარა, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს გრძნობებს ამ გზით ვათავისუფლებ და ამასობაში ხალხი ხედავს ამას და აფასებს.

 


AT_: რა ტიპის მანიპულაციებს საჭიროებს ჩვენი გარემო, რომ უფრო საინტერესო იყოს?

Piro$money: ორგანული არქიტექტურა! მეტი სიმწვანე, მეტი მცენარე შენობებში და შენობების გარეთ. ქალაქმა უნდა ისუნთქოს. საჭიროა მეტი ეკოლოგიური ზონა, დასაქმდეს უფრო მეტი ახალგაზრდა არქიტექტორი, რომ სრულიად ახალი გარემო შეიქმნას.

რადგან ყველაზე დიდი პრობლემა არის დაბინძურებული ჰაერი. დროა ჩვენს გზებს მოშორდეს მანქანების გარკვეული ნაწილი, რომელიც უარესად აბინძურებს ჰაერს.

AT_: სოციალური ქსელების გარდა რა  წარმოგიდგენია შენი ნამუშევრებისთვის საინტერესო სივრცედ?

Piro$money: ამ კითხვაზე პასუხს სექტემბერში მიიღებთ, ჩემთვის თვალის დევნებას თუ განაგრძნობთ.

 

AT_: რას აკეთებს Piro$money, ალტერნატიულ სივრცეებს ქმნის, არსებულთან თავის ფანტაზიას ასინქრონებს თუ ექსპერიმენტირებს ვიზუალური რედაქტორის პროგრამებში?

Piro$money: შემიძლია ვთქვა, რით განვსხვავდები სხვა არტისტებისგან. ამ ჟანრში
ექსპერიმენტი ყველაზე მთავარია, სურათის თითოეულ ფენას საკუთარი სიცოცხლე და დატვირთვა აქვს. დღეისთვის ყველაზე საინტერესო კითხვაა, თუ რით ვაკეთებ ამ ყველაფერს. თითოეული სურათი გაკეთებულია ჩემს ტელეფონში (IPHONE 6), ყველასთვის ხელმისაწვდომ პროგრამებში: (VSCO SNAPSEED UNION) და ა.შ. ეს არ იყო და არ არის საიდუმლო. მთავარია განავითარო შენში ფანტაზიის უნარი. ვფიქრობ, ამით ბევრს ვაძლევ სტიმულს.

რა ადგილებია თბილისში შენთვის ყველაზე საინტერესო და რა მოტივები მეორდება შენს ფანტაზიასა და ნამუშევრებში?

ყველა! თითოეული ადგილი შეიძლება დაინახო სხვაგვარად. განურჩევლად ყველა! ეს ინდივიდუალურია, ყოველადამიანს საკუთარი ხედვა აქვს. ძალიან მიყვარს თბილისის ქუჩებში გასეირნება. აღვბეჭდავ ყველაფერს, რაც მომწონს, რასაც შემდგომ იდეის ინტეგრაცია მოჰყვება.

ჩემს ნამუშევრებში არის რამდენიმე სერია, რომელიც მეორდება, ესენია: წყალქვეშა სამყარო, ხელები, ყვავილები, კოსმოსი. ჩემთვის ამ ყველაფერს ერთი დიდი ისტორია აკავშირებს და ის აუცილებლად გაიზრდება. მალე შეგეძლებათ ჩემი ნამუშევრების წაკითხვა.

რა აკლია თბილისის საჯარო სივრცეებს ყველაზე მეტად?

თბილისის საჯარო სივრცეებს აკლია ხელოვნება, კრეატივი, სიახლე.
გამოცოცხლება სჭირდება ქალაქს, უამრავი პროექტი უნდა განხორციელდეს ყველა მიმართულებით.

მოსაწყენ საჯარო სივრცეებში ვართ ჩაფლულები, ფერებით გახალისებაც შეიძლება, არქიტექტურულადაც, კომპოზიციის თვალსაზრისითაც.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.