fbpx

რუსი პოლიციელი Pussy Riot-ის დაკითხვაზე: „ზოგჯერ ვნანობ, რომ ახლა 37 წელი არაა“


გააზიარე სტატია

სააგენტო „ეხო მასკვის“ ინფორმაციით, გავრცელდა მოსკოვში, საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას დაკავებული Pussy Riot-ის მონაწილეების დაკითხვის ვიდეოკადრები, სადაც პოლიციელი სინანულს გამოთქვამს, რომ ახლა 1937 წელი არაა.

სტადიონზე განხორციელებული საპროტესტო აქციისას დაკავებულების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეებია აღძრული სპორტული ღონისძიებებისას მაყურებლების ქცევის წესების დარღვევისა და სამართალდამცავი ორგანოების ფორმის უკანონო ტარების მუხლებით. „ეხო მასკვის“ ინფორმაციით, დაკავებულებთან ჯერჯერობით არ უშვებენ მათ ადვოკატს.

პოლიციის ფორმებში გამოწყობილი ოთხი ადამიანი რუსეთის პოლიტიკური და სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ პროტესტის ნიშნად ფინალური მატჩის დროს ლუჟნიკების სტადიონის მოედანზე შეიჭრა.

მოულოდნელი აქციის დაწყებისთანავე Pussy Riot-ის სოციალური ქსელების პროფილებმა დაადასტურეს, რომ სტადიონზე შეჭრილი ადამიანები მათი თანამებრძოლები არიან. მათ ასევე გაასაჯაროვეს მოთხოვნები რუსეთის მთავრობის მიმართ – უკანონო დაპატიმრებების შეწყვეტა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის დაშვება. მოგვიანებით ქსელში ასევე აიტვირთა ვიდეოკლიპი „პოლიციელი თამაშში შემოდის“.

ეს კი Pussy Riot-ის წევრების დაკავების კადრებია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.