fbpx

16 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

ტოკიოში იაპონიის პირველი ციფრული მუზეუმი გაიხსნა, რომელიც საკუთესო ადგილია ტექნოლოგიის სამყაროში სამოგზაუროდ

მუზეუმში 9 ათასი  კვადრატული მეტრი სივრცე ფსიქოდელიურ ინსტალაციებს ეთმობა. მნახველებს ხელოვნების ნიმუშებთან ინტერაქცია პირისპირ შეუძლიათ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მაიკლ ნევილის საკულტო რომანტიკული კომედია “ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა” შესაძლოა, 25 წლის შემდეგ ეკრანს მეორე ნაწილით დაუბრუნდეს ინფორმაცია თავდაპირველად მსახიობმა ანა ჩენსელორმა გაახმაურა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ამ კინოსურათის სიქუელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Image result for Is a Four Weddings and a Funeral Sequel in the Works?

წყარო: https://people.com/

 

ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის ეროვნულ ორკესტრთან ერთად დაუკრა


წყარო: https://twitter.com/

 

ამერიკელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის დაკარგული სცენარი 60 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში იპოვეს

საუბარია ფილმის, “მწველი საიდუმლოს” სცენარზე, რომელიც კუბრიკმა შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით შექმნა.

სცენარი ბანგორის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის პროფესორმა ნეთან აბრამმა იპოვა.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

სკარლეტ იოჰანსონმა კრიტიკის გამო რუპერტ სანდერსის ფილმში ტრანსგენდერის როლის შესრულებაზე უარი თქვა

Scarlett Johansson

 მსახიობს ფილმში კრიმინალური ავტორიტეტის, დანტე ჯილის როლი უნდა შეესრულებინა, რომელიც ქალად დაიბადა, მაგრამ კაცის სახელით ცხოვრობდა. “პატივს ვცემ ტრანს-საზოგადოებას და ძალიან მიყვარს ისინი, თუმცა მესმის იმ ადამიანების პოზიციაც, რომლებიც თვლიან, რომ ეს როლი ტრანსგენდერმა მსახიობმა უნდა ითამაშოს”, – ამბობს იოჰანსონი.

წყარო: https://www.bbc.co.uk/

 

სერიალ Downton Abbey-ის მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ ფილმზე მუშაობა ამ ზაფხულს დაიწყება

მასში მონაწილეობას მიიღებენ ის მსახიობებიც, რომლებიც სერიალში თამაშობენ, მათ შორის მეგი სმიტი, რომელიც სამ წელზე მეტია კინოში არ გამოჩენილა.

წყარო: https://www.indiewire.com/

 

ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, სელენა გომეზი, ადამ დრაივერი, დენიელ კრეიგი და სტივ ბუშემი ჯიმ ჯარმუშის ახალ ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ

Adam Driver, Selena Gomez and Steve Buscemi will also star.

The Dead Don’t Die – ასე ჰქვია ფილმს, რომლის შესახებაც ყველა დეტალი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია ის, რომ კინოსურათი ზომბებზე იქნება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

პირველად ისტორიაში BBC-ს საკულტო სერიალ Doctor Who-ში დოქტორის როლს ქალი მსახიობი ჯოდი ვაიტეკერი შეასრულებს. ნახეთ პირველი ტიზერი:

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.