fbpx

იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ


გააზიარე სტატია

2002 წელს სტივენ სპილბერგმა ფილმში Minority Report მომავლის სურათი აღწერა, სადაც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების წყალობით პოლიცია ბოროტმოქმედებს მანამდე აკავებდა, სანამ ისინი დანაშაულის ჩადენას მოასწრებდნენ.

მსგავსი იდეა იაპონელ ფიზიკოს-მათემატიკოსსა და სინოპტიკოსს, მამი კაჯიტას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იტალიაში მუშაობისას რამდენჯერმე გაძარცვეს. გაწამებულმა მეცნიერმა შეისწავლა პოლიციის მიერ ოფიციალურად აღრიცხული დანაშაულის ფაქტები, მათი ჩადენის ადგილები, სიხშირე, დღეები, დრო, ამინდი და სხვა ფაქტორები. შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე კი შექმნა ალგორითმი – კრიმინალური შემთხვევების ანალიზის პროგრამა, რომელმაც მეცნიერს ავტომატურად შესთავაზა გადაადგილების უსაფრთხო მარშრუტები და დრო.  


შედეგით კმაყოფილმა იაპონელმა გადაწყვიტა ცალკეული ქალაქებისთვის ხელოვნური ინტელექტის შექმნა და მოქალაქეების უსიამოვნებებში მოხვედრის რისკის მინიმუმამდე შემცირება. მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად დიდი რესურსებია საჭირო: მონაცემები big data ფორმატში და გამოთვლითი სიმძლავრეები სხვადასხვა, მათ შორის სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის დასამუშავებლად.


მამი კაჯიტას წამოწყებით დაინტერესდა იაპონიის პოლიცია და პროექტის განხორციელება  2020 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის მოისურვა. სამართალდამცავებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ისეთი ინფორმაციებიც მიაწოდონ, როგორებიცაა: გარედაკვირვების კამერების ჩანაწერები, სენსორული თვალთვალის მონაცემები და ქუჩის პატრულების რაპორტები.  


იაპონელი მეცნიერის თქმით, რჩება რამდენიმე გადაუჭრელი იურიდიული და ტექნიკური პრობლემა. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება პოლიციამ ხელოვნური ინტელექტის მიერ „ნავარაუდევ“ კანონდარღვევაზე. უპასუხოდაა კითხვაც, თუ რა რეაქცია ექნება დანაშაულის შესაძლო მსხვერპლს გაფრთხილების მიღების შემდეგ და გამოიწვევს თუ არა ეს სიტუაციის გამწვავებას და არეულობას.

 


რეკომენდებული სტატიები
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა
Google Brain-ის ინჟინრებმა 2017 წელს “ავტომატური მანქანური სწავლების” ხელოვნური ინტელექტი შექმნეს (AutoML). ამ ქმნილების დანიშნულება სხვა, შვილობილი ხელოვნური ინტელექტების შექმნა და მათთვის მასწავლებლობაა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.