fbpx

ჰოლივუდში უცნობმა პირმა ტრამპის ვარსკვლავი გაანადგურა


გააზიარე სტატია

ოთხშაბათს გამთენიისას, „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ არსებული პრეზიდენტ ტრამპის ვარსკვლავი უცნობმა პირმა წერაქვით გაანადგურა.

დილის 3:30 საათზე ჰოლივუდის პოლიციაში შევიდა შეტყობინება ვანდალიზმის შესახებ, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე ტრამპის ვარსკვლავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

როგორც პოლიციის ანგარიშიდან ირკვევა, ეჭვმიტანილმა წერაქვი გიტარის ფუტლიარიდან ამოიღო და ვარსკვლავის დამსხვრევის შემდეგ იარაღი ადგილზე დატოვა. ანგარიშიდან გაურკვეველია თავისი ნებით ჩაბარდა თუ არა ის პოლიციას, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილი ამჟამად პოლიციის განყოფილებაშია დაკავებული.

დონალდ ტრამპს აღნიშნული ვარსკვლავი 2007 წელს, ტელეკომპანია NBC-ის შოუ  The Apprentice-ისთვის გაუხსნეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.