fbpx

Facebook-ის ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა ისტორიული რეკორდი მოხსნას


გააზიარე სტატია

ბოლო დროინდელმა სკანდალებმა Facebook-ს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა – კომპანიის მეორე კვარტალის შედეგებმა არ გაამართლა ინვესტორების მოლოდინები და შესაბამისად, მათი გამოქვეყნებისთანავე, Facebook-ის აქციების ფასი ოთხშაბათს 24%-ით დაეცა.

სკანდალებისა და კვარტალური მონაცემების გარდა, Facebook-ის ვარდნის მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებებიც სახელდება, სადაც ისინი ამ სოციალური ქსელში დაგეგმილ ცვლილებებზე ლაპარაკობდნენ: გავრცელებული ინფორმაციით, Facebook აპირებს შეზღუდოს კომპანიების, ბიზნესებისა და მედიის კონტენტის რაოდენობა ნიუსფიდში და უპირატესობას ადამიანებისა და მათი სამეგობროს ნაწერს, ფოტოებსა და ვიდეოებს მიანიჭოს. ეს კი, თავისმხრივ, Facebook-ის შემოსავლების შემცირებას იწვევს, რადგან კომპანიას ფულის დიდი ნაწილი სწორედ იმ ორგანიზაციებიდან შესდის, რომლების შეზღუდვასაც მომავალში აპირებს.

ოთხშაბათის აქციების ვარდნისას ცუკერბერმა 16.8 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც მისი ქონების მეხუთედს შეადგენს.

მაგრამ ასეთი კატასტროფაც კი შეიძლება არ იყოს საბოლოო – Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ აქციების ვარდნის მასშტაბი დღეს ნიუ იორკის რეგულარულ სავაჭრო სესიაზეც შენარჩუნდა, ეს ამერიკის ისტორიაში საფონდო ბირჟის ყველაზე დიდ კატასტროფად ჩაითვლება.

ნიუ იორკის საფონდო ბირჟა ადგილობრივი დროით 16:00-ზე, ხოლო თბილისის დროით შუაღამეს იხურება.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.