გილოცავთ – ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო!


გააზიარე სტატია

ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). ქართველმა ჩოგბურთელმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.  ნიკოლოზს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა – ის რეიტინგში 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და პირველად მოიგო ATP ტურნირი.
👉 ამ ტურნირში, წლების წინ რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმაც გაიმარჯვეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.