fbpx

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება


გააზიარე სტატია

 

თუ პარიზში მუდმივად გადაბარგება არ დაგჭირვებიათ, ვერასდროს მიხვდებით, რამდენად საინტერესო პროცესი შეიძლება იყოს ამ ქალაქში საცხოვრებლის ძებნა – თუნდაც მხოლოდ ვირტუალურად.

ქვემოთ გთავაზობთ 13 ყველაზე საინტერესო უძრავ ქონებას, რომელიც ივლისში გასაყიდად გამოიტანეს.

 

1. კონუსური მანსარდა ეიფელის კოშკის ხედით

“ცარიელი ტილო” მე-16 უბანში, იყიდება 3 მილიონ ევროდ.

 

2. სახლი-ატელიე დროის კაფსულიდან

1920-იანების შენობა, 40 კვ.მ ბაღითა და სამი ტერასით, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთს უყურებს, Parc Montsouris-დან ორ ნაბიჯში, ფოთლებით მოფენილ ქუჩაზეა განლაგებულია.
175 კვ.მ საცხოვრებელი ფართი “საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს”. გასაყიდი ფასი 2,29 მილიონი ევრო.

 

3. მხატვრის მანსარდა Place des Vosges-ზე

აქ საცხოვრებლად ხატვაც არ დაგჭირდებათ. უბრალოდ ჩამოჯექით და უყურეთ ხალხით სავსე სკვერს მთელი დღის განმავლობაში.
89 კვ.მ. 7-მეტრიანი ჭერითა და 360° ხედით პარიზზე.
ფასი მოთხოვნით (ითარგმნება როგორც: არ ჯდება ჩვენს ბიუჯეტში).

 

4. მხატვრის საიდუმლო ოაზისი

განლაგებულია მონპარნასის შუაგულში, რამდენიმე ნაბიჯში ვავინის ტერიტორიიდან და   La Coupole-დან.
სახლი საკულტო არტისტს, კონსტანტინ ბრანკუზის ეკუთვნოდა, რომელიც ჰემინგუეის პერიოდში მოღვაწეობდა.
გასაყიდი ფასი 3,8 მილიონი ევრო.

 

 

5. სახლი ვიტრაჟებით

5-საძინებლიანი ბინა Barbès-ში მდებარეობს (რითაც აიხსნება მისი შედარებით დაბალი ფასი – 1.6 მლნ. ევრო).

 

 

 

6. რენესანსის სასახლე ნოტრ დამთან

თუ  ლათინურ უბანში ეძებთ შენობას ბუტიკ ოტელისთვის, მაშინ ეს სახლი თქვენთვისაა. ფასი – სულ რაღაც 15.5 მლნ. ევრო.

 

 

7. შუშის სახლი ეზოში

არასტანდარტული სახლი Champs Elysées-ის მახლობლად, სულ რაღაც 2.2 მილიონ ევროდ.

 

 

 

8. გოთიკური აღორძინების ხანის იდუმალი ბინა მონმარტზე

ხშირად ვმდგარვარ მონმარტის მახლობლად, ვიწრო ქუჩაზე დამალულ, ამ ტრუბადურის მსგავსი სასახლის კარის წინ და მიფიქრია, თუ რა იმალებოდა მის ფასადს მიღმა.
1895 წელს აშენებული Maison Eymonaud არქიტექტორ Guirard de Montarnal ნამუშევართა სიას ეკუთვნის.
2-საძინებლიანი აპარტამენტის ფასი 2.6 მლნ. ევროა.

 

 

9. მინი ვერსალი

კერძო სასახლე Avenue Hoche-ზე შინაგანი მარი ანტუანეტას დასაკმაყოფილებლად. შენობა 1910 წელს აშენდა და “საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს”. ფასი მოთხოვნით, რა თქმა უნდა.

 

 

10. საინტერესო სახლი წვეულებებისთვის

შესაძლოა დაგეუფლოთ განცდა, რომ ადრე ეს ადგილი ექსტრავაგანტული საროსკიპე უნდა ყოფილიყო.
გარუჯვისთვის ადგილი ბევრია. 222 კვ.მ. შენობის ფასი 3.25 მლნ. ევროა.

 

 

 

11. გამაღიზიანებლად იდეალური სახლი „პინტერესტიდან“

ალბათ ამ სახლში იდეალური ოჯახი უნდა ცხოვრობდეს. 175 კვ.მ. ბინა მე-7 რაიონში. ფასი მოთხოვნით.

 

 

 

12. მთლიანი შენობა

სახლი გაურკვეველი საუნით სარდაფში. გასაყიდი ფასი 6.8 მლნ. ევრო.

 

 

 

13. რაღაც, რაც ნახევარ მილიონზე ნაკლები ღირს

პაწაწინა ბინა მონმარტზე. 43 კვ.მ. ფასი 459 ათასი ევრო.

 

 

ამით სრულდება ჩვენი ნადირობა პარიზულ უძრავ ქონებაზე.


წყარო: http://messynessychic.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.