31 ივლისი დილიდან
26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროს წევრი გახდა
1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს 179-ე წევრი გახდა, რაც ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების აღიარებას გულისხმობს. საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისი 1993 წლის დასაწყისში გაიხსნა. ამ დროიდან მოყოლებული ქვეყნის ერთიანი განვითარების და მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით საქართველოში ერთ გუნდად მუშაობს გაეროს მრავალი სააგენტო, ფონდი და პროგრამა.
Stranger Things-ის მესამე სეზონი 2019 წელს გამოვა
შოუს მოლოდინში კიდევ ერთი წელი უნდა გავიდეს, თუმცა როგორც პროდიუსერები გვპირდებიან, ლოდინი ნამდვილად ღირს. ძმები დაფერების გადაწყვეტილებით, სერიალის გამოსვლის თარიღმა გადაიწია და ის 2019 წლის ზაფხულში გამოვა. “მესამე სეზონი გაცილებით სერიოზული, საინტერესო და მაღალი დონის იქნება, ვიდრე მეორე და ამისთვის მის შექმნას მეტი დრო სჭირდება”, – ამბობს ნეტფლიქსის პროგრამების განყოფილების პრეზიდენტი სინდი ჰოლანდი.
წყარო: https://www.bustle.com
ნიკოლ კიდმანი ორ ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამ შემთხვევაში მსახიობმა კონტრაქტი არა HBO-სთან, არამედ Amazon-თან გააფორმა
პირველი სერიალი, რომელიც Amazon-ზე კიდმანის მონაწილეობით გავა, ჯანის ლის წიგნის, The Expatriates-ის ეკრანიზაცია იქნება. მთავარი როლის გარდა კიდმანი შოუს პროდიუსერობასაც შეითავსებს. რაც შეეხება მეორე სერიალს, მას Big Little Lies-ის ავტორის, ლიან მორიარტის წიგნის, Nine Perfect Strangers-ის მიხედვით გადაიღებენ.
წყარო: https://variety.com
მსახიობი ოქტავია სპენსერი ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს
ახალ შოუს მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებ მადამ სი ჯეი უოლკერზე, აფრო-ამერიკელ ფილანთროპსა და პოლიტიკურ აქტივისტზე გადაიღებენ. სი ჯეი უოლკერი აღიარებულია პირველ აფრო-ამერიკელ ქალად, რომელიც თავისი შრომით მილიონერი გახდა.
წყარო: https://www.channel24.co.za
იზაბელ იუპერი Mad Men-ის შემქმნელის, მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში The Romanoffs, რომელსაც ამაზონი გადაიღებს, მთავარ როლს შეასრულებს იუპერს პარტნიორობას სწორედ Mad Men-ის ორი ვარსკვლავი კრისტინა ჰედრიკსი და ჯონ სლატერი გაუწევენ.
მეთიუ ვეინერის ახალ სერიალში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ხდება, თუმცა ის იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თავი რომანოვების შთამომავლები ჰგონიათ. სერიალის პრემიერა 12 ოქტომბერს იგეგმება.
წყარო: https://www.youtube.com/
ქობულეთში KOBULETI OZONE FEST 2018 ჩატარდება
ესაა მუსიკალური ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ფიჭვნარში, ზღვის სანაპიროზე. წელს ფესტივალი ერთდღიანი იქნება. ყოველწლიურად კი ფესტივალზე საშუალოდ 40-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას, მათგან 15-ზე მეტი ჰედლაინერი და არტისტი უცხო ქვეყნებიდან იქნება. წელს ფესტივალის მთავარი სტუმარია ლეგენდარული ჯგუფი DDT. ფესტივალზე დაუკრავენ ცნობილი ქართული ჯგუფები Soft Eject, Green Room (მწვანე ოთახი), გამოუვალი მდგომარეობა და ჯგუფები აჭარიდან.
წყარო: https://www.facebook.com/
28 ივლისს და 3 აგვისტო მიხეილ მესხის სტადიონზე “რაგბის ზაფხულის თასის” ტურნირი იმართება ბრაზილიის, არგენტინის და საქართველოს გუნდების მონაწილეობით.
წყარო: https://www.facebook.com/
რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და იაშის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ისტორიულ ცენტრში დაარსდება რუმინულ-ქართული მეგობრობის მოედანი, სადაც ქართველი კლასიკოსი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი დაიდგმება
იაშის მერმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობას ქუთაისისა და იაშის ბიზნეს და აკადემიურ წრეებს შორის. აგრეთვე მხარეებს სურთ ორ ქალაქს შორის დამყარდეს ურთიერთობა კულტურისა და ტურიზმის სფეროში.
ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge/
დღეს მარსის სიკაშკაშე მაქსიმუმს მიაღწევს და დედამიწასთან ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ახლოს მოვა
ორ პლანეტას შორის მანძილი მხოლოდ 57,6 მილიონი კილომეტრი იქნება. აქამდე ყველაზე ახლო მანძილი – 55,7 მილიონი კილომეტრი – მარსსა და დედამიწას შორის 2003 წელს დაფიქსირდა. ასეთი რამ 2287 წლამდე აღარ მოხდება.