fbpx

შვედეთის სამეფო გვირგვინები ქურდებმა კატერით გაიტაცეს


გააზიარე სტატია

31 ივლისს ქურდებმა სტოკჰოლმის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კათედრალიდან შვედეთის სამეფო გვირგვინები გაიტაცეს და კატერით მიიმალნენ. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ქალაქ სტრანგნასთან მდებარე პატარა ტბებში  გაუჩინარდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინები მეფე კარლ IX-სა და დედოფალ კრისტინას ეკუთვნოდათ და ისინი კათედრალში ვიზიტორებისთვის იყო გამოფენილი. ქურდებმა გვირგვინების დამცავი შუშა ჩაამსხვრიეს და ჩართული სიგნალიზაციის ფონზე ეკლესია დატოვეს.

მოწმეების ჩვენებით, ეკლესიიდან კატერამდე გვირგვინის ქურდები სპეციალურად გამზადებული ველოსიპედებით გადაადგილდნენ.

გატაცებული გვირგვინების ძებნაში საპოლიციო ვერტმფრენი და კატერები ჩაერთო, თუმცა ჯერჯერობით გამტაცებლების ვერანაირ კვალს ვერ მიაკვლიეს.

პოლიციის ინფორმაციით, გვირგვინები, უფრო კულტურული თვალსაზრისითაა ფასეული, ვიდრე როგორც ძვირფასი ნივთები.


ეს არაა პირველი მსგავსი ძარცვა შვედეთისთვის: 2013 წელს ასევე ეკლესიიდან გაიტაცეს მეფე იოჰან III-ის შუბი და მოსასხამი, რომელიც პოლიციამ მოგვიანებით აღმოაჩინა და ძველ ადგილს დაუბრუნა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.