fbpx

2 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

NASA-ს გიგანტურ საბანს ფესტივალ BURNING MAN-ზე ვიხილავთ

BURNING MAN  სტუმრებს კიდევ ერთ ფუტურისტულ დეკორაციას წარუდგენს. NASA-ს გიგანტური, ამრეკლავი ზედაპირის მქონე ვერცხლისფერი საბნის ფესტივალზე გამოტანის ინიციატივა რუს არქიტექტორს ეკუთვნის. 10 000 კვადრატული მეტრის  ინსტალაცია რუტინულად შეიცვლის ფორმას და ოკეანის გიგანტური ტალღების მსგავსად იმოძრავებს. პოლიესტერის ქსოვილის ზედაპირის წყალობით, საბანი სიცხის 97%-ს შეაკავებს და გრილ, კომფორტულ მოსასვენებელ ადგილს შეუქმნის  უდაბნოში შეკრებილ ფესტივალის სტუმრებს. .

წყარო: https://electronauts.adjara.com/

 

BERLIN ATONAL-ის მუსიკალურ პროგრამას HVL, ESI, NIKA J და OCHTACHORON დაემატნენ

დღეს ცნობილი გახდა მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის, BERLIN ATONAL-ის მუსიკალური პროგრამის დასკვნითი ნაწილი, რომელსაც რამდენიმე ქართველი არტისტი დაემატა. BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი დიჯეი HVL ლეგენდარულ კლუბ TRESOR-ში ჰამბურგელ პროდიუსერ HELENA HAUFF-თან, ტექნო არტისტ SIGHA-თან და ლეიბლის, ECTOTHERM-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ COURTESY-თან ერთად დაუკრავს.  HVL-ის გარდა, BERLIN ATONAL-ზე მონაწილეობას მიიღებენ: ადგილობრივი პროდიუსერი და დიჯეი NIKA J, ბაკურ მეტრეველის და სანდრო კოზმანიშვილის დუეტი OCHTACHORON და ირაკლი შონია პროექტით ESI. ESI და OCHTACHORON ფესტივალზე ერთობლივი პროგრამით- FEAR POLLUTION-ით წარდგებიან. ფესტივალი 22-26 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

წყარო: https://electronauts.adjara.com/

 

საკულტო სერიალების, Sherlock-ისა და Doctor Who-ს შემქმნელი სტივენ მოფატი HBO-თვის ახალ სერიალს გადაიღებს.

მოფატი ოდრი ნიფენეგერის რომანის, The Time Traveler’s Wife-ის ეკრანიზაციას გეგმავს.

წყარო: https://deadline.com

 

Huawei-მ პირველად არსებობის ისტორიაში  Apple-ს გაუსწრო და ახლა, სამსუნგის შემდეგ, სმარტფონების ყველაზე ხშირი გამყიდველია

Image result for Huawei beats Apple in smartphone sales for the first time

ჩინურმა კომპანიამ წლის ბოლო კვარტალში დაახლოებით 54 მილიონი ტელეფონი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 40-პროცენტიანი ზრდაა. Huawei-მ არა მარტო Apple-ს გაუსწრო, არამედ ის Samsung-საც დაეწია, რომელმაც ბოლო კვარტალში 70 მილიონი სმარტფონი გაყიდა.

წყარო: https://money.cnn.com/

 

5 ოქტომბერს კინოეკრანზე Sony-ს ახალი ფილმი Venom გამოდის, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰარდი ასრულებს

კომპანია Sony-ს მიერ შექმნილი ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტ ედი ბროკის ისტორიას, რომელიც კოსმოსური ცოცხალი ორგანიზმის, სიმბიოტის ნაწილი ხდება. ფილმის ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა:

წყარო: https://www.youtube.com/

 

კოლინ ფარელი და მელ გიბსონი ახალი ფილმის გადაღებისთვის ემზადებიან

Colin Farrell & Mel Gibson Join WWII Action Movie 'War Pigs'

მსახიობები მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ფილმში, “War Pigs-ში” მიიღებენ მონაწილეობას. ფარელი შეასრულებს გმირს, სახელად დრექსი, ხოლო გიბსონი მღვდლის როლს მოირგებს.  ფილმის რეჟისორი ტომი ვირკოლაა, გამოსვლის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: http://www.justjared.com

 

2-19 აგვისტოს ავსტრალია მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს, სადაც ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი კინოფესტივალზე 7 და 12 აგვისტოს აჩვენებენ ანა ურუშაძის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს “საშიში დედა”, 9 და 17 აგვისტოს კი რატი წითელაძის მოკლემეტრაჟიან ფილმს, “სოციუმის პატიმარი”

მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალი, კანის და ბერლინის კინოფესტივალების მსგავსად, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესია, რომელიც 1952 წლიდან იმართება.

წყარო: http://www.gnfc.ge/

 

2 აგვისტოს, 7 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ქართველი მკვლევრის, ნუცა კობახიძის წიგნის პრეზენტაცია “მასწავლებლები, როგორც რეპეტიტორები: ჩრდილოვანი განათლების ბაზრის დინამიკა საქართველოში”

No automatic alt text available.

 წიგნი განკუთვნილია განათლების სფეროს საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის, ასევე ამ სფეროში მომუშავე მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისთვის, მშობლებისა და განათლების პოლიტიკის შემქმნელებისთვის. წიგნი ეფუძნება სადისერტაციო ნაშრომს, რომელსაც 2017 წელს მიენიჭა გეილ კელის სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო, როგორც ინგლისურ ენაზე შესრულებულ წლის საუკეთესო დისერტაციას. ნუცა კობახიძე არის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი და მცირე ხნით იმყოფება საქართველოში.

წყარო: https://www.facebook.com

 

დღეს ილიაობაა

Image may contain: 1 person

უკვე მეხუთე წელია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ამ დღეს განახლებული ფორმატით აღნიშნავს. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი მხარის ფოლკლორს, მხატვრობას, თეატრს, პოეზიას… აჭარის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და იმერეთის რეგიონების შემდეგ, ილიაობის მასპინძელი გურია იქნება. წლევანდელი 2 აგვისტო განსაკუთრებულია იმით, რომ ილიას მუზეუმი მრავალფეროვან ღონისძიებებს შემოგთავაზებთ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 174 წლისთავს აღნიშნავს ფალიაშვილის ეპოქამ განსაკუთრებული მუსიკა შექმნა, რომელიც ინტერპრეტაციისა და იმპროვიზაციის ახალ შესაძლებლობას იძლევა და  თანამედროვეობას უკავშირდება

Image may contain: 1 person, text

ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ საღამოზე კომპოზიტორი დავით ევგენიძე და მუსიკოსი ბექა ფირცხალაიშვილი თანამედროვე ინტერპრეტაციით პირველად შეასრულებენ იმპროვიზაციას ზაქარია ფალიაშვილის ოპერების თემაზე.  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ტრიო, რომელიც შეასრულებს ნაწყვეტებს ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ საკუთარი ინტერპრეტაციით.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“ვარსკვლავური ომების” პერსონაჟის, ჰან სოლოს კოსტიუმი აუქციონზე გაიყიდება და მისი საწყისი ფასი მილიონი დოლარი იქნება

The Han Solo jacket up for sale.

ჰან სოლოს როლი ფილმის IV-VII ეპიზოდებში ჰარისონ ფორდმა შეასრულა. აუქციონზე გასაყიდი კოსტიუმი მსახიობს მე-5 ეპიზოდში ეცვა.

წყარო: https://edition.cnn.com

 

რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში პირველ სექტემბერს ქართველი მსმენელის წინაშე ოთხი გრემის ჯილდოს მფლობელი, ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება

Related image

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარი ინგლისური დუეტი ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს. ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Chemical Brothers, რომელიც მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით არის ცნობილი, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.

 

80-90-იანი წლების საკულტო სერიალი “ალფი” ეკრანზე ბრუნდება

Image result for ‘ALF’

ცნობილი გახდა, რომ Warner Bros. Television 80-90-იანი წლების საკულტო სიტკომის, “ალფის” გაგრძელებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე პროექტის თითქმის ყველა დეტალი უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სერიალის გაგრძელებაში ალფი დედამიწაზე იმის გასაგებად ბრუნდება, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი პლანეტა.

წყარო: https://deadline.com


რეკომენდებული სტატიები
პირველი აგვისტო  დილიდან 
Play Video

პირველი აგვისტო დილიდან 

პირველი აგვისტო  დილიდან 
Kiki Challenge მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამოწვევა გახდა ყველაფერი კი ინსტაგრამის ერთ-ერთი მომხმარებლის უწყინარი ვიდეოდან დაიწყო, რომელიც დრეიკის სიმღერაზე აცეკვდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.