fbpx

აუცილებელი წამლები საბავშვო აფთიაქისთვის


გააზიარე სტატია

 

პირველადი დახმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ამიტომ ყველა მშობლისთვის აუცილებელია იმ სამედიცინო საშუალებების ჩამონათვალისა და მათი დანიშნულების ცოდნა, რომლებიც ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, თუ ბავშვი ქალაქგარეთ მიჰყავს.

გთავაზობთ “საბავშვო აფთიაქს” სხვადასხვა შემთხვევის დროს სახლის პირობებში პირველადი დახმარების გასაწევად. შემდგომი მკურნალობა კი უკვე ექიმთან კონსულტაციით უნდა დაინიშნოს.

სია შედგენილია პროფესორ ქეთევან ნემსაძის რეკომენდაციით:

  • სპირტი; წყალბადის ზეჟანგი; იოდი
  • ბამბა; ბინტი; ლეიკოპლასტირი; შპრიცი
  • თერმომეტრი
  • ყურის წვეთები (ტკივილგამაყუჩებელი)
  • ზღვის მარილის სპრეი ან ფიზიოლოგიური ხსნარი – სურდოს დროს
  • ყელის ტკივილგამაყუჩებელი სპრეი ან სითხე
  • სიცხის დამწევი საშუალება/ტკივილგამაყუჩებელი – იბუპროფენის ან პარაცეტამოლის პრეპარატები; გამოიყენება 38 გრადუსზე და ზევით, ბავშვის წონის მიხედვით. ღამით უმჯობესია სანთელი (ეფერალგანი)
  • ელექტროლიტები/სარეჰიდრატაციო მარილი – დიარეის ან მაღალი სიცხის დროს ორგანიზმის სითხით შესავსებად, რომ არ მოხდეს გამოშრობა. დღეში ერთი პაკეტი
  • ლაქტულოზას პრეპარატები – კუჭის შეკრულობის დროს
  • ენტეროლი – კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს
  • ჰიდრამილი – პირღებინების დროს, დღეში ერთი პაკეტი
  • დექსამეტაზონი – ერთი ამპულა  ალერგიული რეაქციის ან ცრუ კრუპის შეტევის დროს
  • გაყინული ტამპონები – ტრავმის დროს
  • ემოფიქსის მალამო – ცხვირიდან სისხლდენის დროს
  • მწერებისგან დამცავი საშუალება (რეპელენტი)
  • გამონაყარზე წასასმელი გელი
  • დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო

 

ავტორი: ნინო იმნაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება
როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება და გავხადოთ ბავშვების ეკრანებთან გატარებული დრო უფრო საინტერესო?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.