fbpx

ასტროფოტოგრაფია – Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები


გააზიარე სტატია

 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დარგებს ციური სხეულების კვლევისას ფოტოგრაფიის სახით კიდევ ერთი მეტად საჭირო მეკავშირე გამოუჩნდა.

ფოტოგრაფიამ მნიშვნელოვნად გააღრმავა კოსმოსური ობიექტების შესახებ  არსებული ცოდნა და დღეს ძნელად წარმოსადგენია ასტრონომიულ მეცნიერებათა რომელიმე მიმართულება მის გარეშე.

ციური სხეულების ფოტოგრაფირება პირველად ფრანგმა მეცნიერმა, “დაგეროტიპის” გამომგონებელმა ლუი დაგერმა მოისურვა. 1839 წელს მან მთვარის დაფიქსირება სცადა, თუმცა ნამუშევარზე დედამიწის თანამგზავრი გადღაბნილ ლაქად აისახა.

მომდევნო წელს კი  ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქიმიკოსმა ჯონ დრეიპერმა მიაღწია წარმატებას. 1840 წლის 23 მარტს ტელესკოპ-რეფლექტორისა და დაგეროტიპის გამოყენებით ასტროფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსახულება მიიღო.

დროთა განმავლობაში ვითარდებოდა ფოტოტექნიკა, შესაბამისად, უმჯობესდებოდა და იხვეწებოდა გამოსახულების ხარისხიც. გარდა მეცნიერული დანიშნულებისა, ასტროფოტოგრაფია ხელოვნების დარგადაც იქცა.

დღეს მსოფლიოში უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული აკვირდება ციურ სხეულებს  და ქმნის უნიკალურ გამოსახულებებს, ატარებს ექსპერიმენტებს პეიზაჟურ თუ კონცეპტუალურ ჟანრებში. მათ აღმოსაჩენად მრავალი ფოტო-ფესტივალი თუ ფორუმი იმართება.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონკურსი – Insight Astronomy Photographer of the Year – 2009 წლიდან გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ორგანიზებით იმართება.

წლევანდელ კონკურსში 91 ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 4200 ფოტო წარმოადგინეს. ამ ეტაპზე გამოვლინდნენ ფინალში გასული ნამუშევრები, რომელთა შორის საუკეთესოებს 24 ოქტომბერს დაასახელებენ.

 

  • ირმის ნახტომი. ავტორი მარკ გიი, ახალი ზელანდია

 

  • საერთაშორისო კოსმოსური სადგური და მზის ლაქები. ავტორი დანი კასეტე, ესპანეთი

 

  • პოლარული ნათება. ავტორი პოლ უილსონი, აშშ

 

  • სატურნი. ავტორი ავანი სუარესი, ბრაზილია

 

  • ირმის ნახტომი. ავტორი ჯეზ ჰიუზი, დიდი ბრიტანეთი

 

  • ანდრომედას გალაქტიკა. ავტორი პიტერ ფელტოტი, უნგრეთი

 

  • ირმის ნახტომი. ავტორი ბრენდონ იოშიძავა, აშშ

 

  • ამოფრქვევა მზეზე. ავტორი ლუკაშ სუიკა, პოლონეთი

 

  • ირმის ნახტომი დოლომიტის ალპებში. ავტორი კარლოს ტურიენზო, ესპანეთი

 

  • ირმის ნახტომი და ელვა ფლორიდის ცაზე. ავტორი ტიანიუან ჩიაო, ავსტრალია

 

  • ფერადი სავსე მთვარე. ავტორი ნიკოლას ლიუფიდუ, საფრანგეთი

 

  • ირმის ნახტომი ტასმანიის ცაზე. ავტორი ჯეიმს სთოუნი, ავსტრალია

 

  • ორიონის ნისლეული. ავტორები მიგელ ანხელ გარსია და ლუის რომერო ვენტურა, ესპანეთი

 

  • პოლარული ვარსკვლავი. ავტორი ჯეიკ მოშერი, აშშ

 

  • ჟირაფის თანავარსკვლავედი. ავტორები ტომ ო’დონოჰიუ, ოლი პენრაისი, ირლანდია

 

  • მზის დაბნელება და მთვარე. ავტორი პიტერ უარდი,  ავსტრალია

 

  • არწივის ნისლეული. ავტორი მარსელ დრექსლერი, გერმანია

 

 

  • NGC 6726 და NGC 6727, ნისლეულები „სამხრეთის გვირგვინის“ თანავარსკვლავედში. ავტორები მარკ ჰენსონი, უორენ კელერი, რექს პარკერი, აშშ

 


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.