fbpx

6 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოლებს

 

ხიბულა – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი

 

ნამე – რეჟისორი ზაზა ხალვაში

 

ჰორიზონტი – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი

 

დედე – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი

 

ექვთიმე ღვთისკაცი – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე

 

ჰამლეტი – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

 

 

ლეგენდარული ჯესიკა ლენგი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ FX-ის სერიალის,  American Horror Story-ის მერვე სეზონში ბრუნდება

ლენგის შოუში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მსახიობმა სარა პოლსონმა დაადასტურა. “მაქვს პატივი შეგატყობინოთ, რომ დიახ, ჯესიკა ლენგი AHS-ის მერვე სეზონში ბრუნდება. ჯესიკა ახალ ნაწილში კონსტანსის, იმ პერსონაჟის როლით დაგვიბრუნდება, რომელიც მან სერიალის პირველ სეზონში შეასრულა”, – ამბობს პოლსონი. American Horror Story-ის მერვე სეზონის გამოსვლამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა,  შოუს შემქმნელები კი ნელ-ნელა გაგვაცნობენ ახალ ინფორმაციებს.

წყარო: https://www.vanityfair.com/

 

Paramount-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 1996 წელს გადაღებული კომედიის, The First Wives Club-ის რიმეიქს  ამჯერად სერიალად შემოგვთავაზებენ

Jill Scott Michelle Buteau

როგორც ცნობილია, სერიალს ზუსტად იგივე სიუჟეტი ექნება, როგორიც ფილმს, რომელშიც სამი ლეგენდარული მსახიობი – დაიან კიტონი, ბეტ მიდლერი და გოლდი ჰოუნი მონაწილეობენ. ახლახან ცნობილი გახდა იმ ორი მსახიობის ვინაობა, რომლებიც სერიალში ითამაშებენ. ვინ იქნება მესამე, ეს ჯერ უცნობია. სულ მალე ჯილ სკოტი და მიქაელა ბუტაუ პირველი ცოლების ამპლუაში მოგვევლინებიან.

წყარო: https://variety.com/2018/

 

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ტრადიციად ქცეული ბანკეტის წლევანდელი მონაწილეები წარადგინა

Presenters and Host of the 2018 Grants Banquet

წვეულების წამყვანი სერიალ “უსირცხვილოს” ვარსკვლავი უილიამ მეისი იქნება, წარმდგენთა შორის კი მოგვევლინებიან – შარლიზ ტერონი, კრისტიან სლეიტერი, ჯენიფერ გარნერი, ჯიელ კინგი, რემი მალეკი, ჯონ ჩო, სტივ კარელი და სხვები. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ეს წვეულება, როგორც წესი, წლის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს თანხების მოძიებას სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის. სწორედ ამ წვეულებაზე შემოსული თანხით ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას საშუალება ექნება დააფინანსოს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კინო და ტელესამყაროში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

წყარო: https://www.goldenglobes.com/

 

ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  რუსეთ-ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების წარმომადგენლად დანიშნა

Image result for Actor Steven Seagal appointed Russian ministry's 'special representative'

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სიგალის მოვალეობა ჰუმანიტარული მიმართულებით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გაღრმავებაა  ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ხელოვნება და ა.შ.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

Fargo მეოთხე სეზონით ბრუნდება, მთავარ როლს კი კრის როკი შეასრულებს

ახალ სეზონში სიუჟეტი 1950-იანი წლების მისურის შტატში, კანზას სიტიში განვითარდება, მთავარი მოვლენები კი ორი კრიმინალური კლანის – იტალიელებისა და აფროამერიკელების გარშემო განვითარდება.

წყარო: https://variety.com/

 

დღეს კულტურის კვირეული იწყება

Image may contain: 2 people, people smiling, text

კულტურის კვირეული არის პროექტი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას გაიცნო სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, მათი ისტორია, ხელოვნება, პოლიტიკური მდგომარეობა და დღევანდელი ყოფა თავად იქ მცხოვრები ახალგაზრდებისგან. აღმოაჩინო უამრავი მსგავსება და განსხვავება შენს კულტურასთან და ახალი პერსპექტივით დაინახო მსოფლიო და საკუთარი  თავი მასში. კულტურის კვირეული მოიცავს 5 დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თითოეული დღე დაეთმობა ერთ კონკრეტულ თემას. წარმოდგენილი ქვეყნები: პოლონეთი, უკრაინა, ინდოეთი, ავსტრია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ომანი.

წყარო: https://www.facebook.com

 

საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე მეექვსედ იყო წარმოდგენილი

მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, წელს შემდეგი ქართველი მოზარდები გაემგზავრნენ: გიორგი სოლომანაშვილი (თბილისი), ქეთევან შავაძე (ბათუმი), ელენე მინდიაშვილი (გორი, სოფელი დიცი), სალომე ბერძენიშვილი (თბილისი). წლევანდელი კინოფესტივალი გამოირჩეოდა ფილმების მსოფლიო პრემიერების სიუხვით. ფესტივალზე მიწვეული იყვნენ ფილმების ავტორები. მათთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა მოზარდებს ჩვენებების შემდგომ ჰქონდათ. ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: სემ კლაფინი, ჯერემი ირვინი, პოლ რუდი, ევანჯელინ ლილი, ანდრეა ბოჩელი და სხვები.

წყარო: http://www.gnfc.ge/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.