7 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, დღეს რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან აქცია მოეწყობა

No automatic alt text available.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმაფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია  დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. ავიაციამ დაბომბა სოფლები, პორტები და სამხედრო ბაზები. ასევე, ჭურვები ჩამოვარდა ქალაქ გორის ცენტრში. აგრესიას ემსხვერპლნენ  ქართველი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. სამხედრო კონფლიქტს წინ უძღოდა საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობის გატაცების ფაქტები და მრავალი სხვა სახის პროვოკაცია. ეს შეიარაღებული კონფლიქტი იყო კიდევ ერთი ფურცელი ომის ისტორიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიისთან შეერთების შემდეგ. რუსეთში იცვლება სახელმწიფო წყობა, იცვლებიან ხელისუფლებები, მაგრამ  არ იცვლება მტრული დამოკიდებულება თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. ის ომითა და სისხლით პასუხობს ქართველი ხალხის თავისუფლების წყურვილს. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაიწყო დე-ფაქტო, არაღიარებული საზღვრების თანდათანობით გადმოწევა და საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონფლიქტის შემდგომ დადებული შეთანხმება და მცოცავი ოკუპაციით დაიკავა ასზე მეტი ქართული სოფელი. მოკლეს გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი. ხშირია მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებისა და შანტაჟის შემთხვევები.  აქცია იმართება ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, აქციისთვის საჭირო ინვენტარი კი მოქალაქეების შემოწირულობით შეიძინეს. ომი გრძელდება, ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს გაიმართება  დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, “sHEROes”-ის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა

Image may contain: meme and text

5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი – ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა, ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში. არაოფიციალური ზიანი კი  საქართველოსთვის გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება.  2018 წელს აგვისტოს ომიდან ათი წელი გადის. ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა, არის ამბავი ამ ომის შესახებ, ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.  “sHEROes” სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Windfor’s-თან ერთად შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც სოციალურ მედიაში ადამიანური ემოციების აღმოჩენა შეუძლია.

Emotions are Georgia!

Emotions are Georgia – a campaign featuring artificial intelligence and human emotions.We’ve collected social media posts of more than 7 million international visitors of Georgia and by using artificial intelligence sorted and analyzed the most genuine human emotions into first ever digital guidebook of the country. Find out what our guests feel about Georgia and generate your own, personalized guidebook – www.emotionsaregeorgia.com #emotionsaregeorgia #georgiaandtravel #gnta #MoESD

Gepostet von Georgia Travel am Mittwoch, 18. Juli 2018

წყარო: https://www.facebook.com/

 

Maniac – ასე ერქმევა ნეტფლიქსის ახალ შოუს, რომელშიც ემა სტოუნი ჯონა ჰილთან ერთად ითამაშებს. ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა სერიალის პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა:

წყარო: https://www.youtube.com

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი რობერტ რედფორდი ამბობს, რომ მსახიობობით დაიღალა და კინოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

Robert Redford at the New York premiere of 'Our Souls At Night' at The Museum of Modern Art on September 27, 2017 in New York City.

81 წლის მსახიობის თქმით, The Old Man & The Gun მისი ბოლო კინოროლი იქნება.

წყარო: https://www.bbc.co.uk

 

ტურისტულმა ვებგვერდმა CultureTrip-მა მსოფლიოს უძველეს ენებს სტატია მიუძღვნა. ათ უძველეს ენას შორის მოხვდა ქართულიც

© Michaela Pointon / Culture Trip

 “კავკასიის რეგიონი ლინგვისტების ნამდვილი კერაა, რომლებიც ძველ, რთულ მსოფლიო ენებს ეძებს. სამხრეთკავკასიური სამი ძირითადი ენა – ქართული, სომხური და აზერბაიჯანული – სამი აბსოლუტურად განსხვავებული ენობრივი ჯგუფისგან მოდიან, – ქართველური, ინდოევროპული და თურქული. ამათგან ქართული ყველაზე ძველია და ერთადერთი კავკასიური ენაა, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია აქვს.

მისი უნიკალური ანბანიც ასევე ძველია – მიიჩნევა, რომ ის არამეული ენიდანაა ადაპტირებული ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველური ენების ჯგუფში კიდევ ოთხი ჯგუფის ენა შედის. ისინი  ასევე არ ჰგავანან მსოფლიოს არც ერთ სხვა ენას”, – წერია სტატიაში.

წყარო: https://theculturetrip.com

 

გაიგეთ რას გეგმავს ეროვნული ბიბლიოთეკა შემოდგომაზე

Image may contain: 1 person, sitting and indoor

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე შემოდგომის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ სტატუსს აქვეყნებს. გარდა არაერთი სოფლის ბიბლიოთეკის განახლების, რამდენიმე ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხის გახსნისა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახელობითი კაბინეტების და ფონდების მოწყობისა, კერძო ბიზნესის დახმარებით, უცხოელი პარტნიორების თანადგომითა და ბიბლიოთეკის ბიუჯეტის ძალისხმევით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილია: სულხან–საბა ორბელიანის ახალი სამკითხველო ოთახის გახსნა, პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაციის დაწყება, პირველ სართულზე თანამედროვე სამუშაო სივრცეების მოწყობა, კინო–ბიბლიოთეკის მოწყობა, ფანტასტიკური ლიტერატურის ოთახისა და ახალი ციფრული ლაბორატორიის გახსნა, ფოლკლორის დარბაზ–მუზეუმის მოწყობა, ხელოვნების ბიბლიოთეკის გახსნა და  ჰრინევსკის მიერ მოხატული პირველი კორპუსის შემოსასვლელის რესტავრაცია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გერმანიაში, ხანდაზმულთა თავშესაფრიდან ორი მოხუცი როკ ფესტივალზე დასასწრებად გაიქცა

ხანდაზმულთა თავშესაფრის თანამშრომლებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც შეამჩნიეს, რომ ორი მოხუცი დაიკარგა. ისინი პოლიციამ ფესტივალზე იპოვა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ მოხუცები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ და თავშესაფარში დაბრუნება არ სურდათ.

წყარო: https://www.washingtonpost.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.