fbpx

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები


გააზიარე სტატია

იტალიელი ფოტოგრაფი მასიმო ლისტრი მსოფლიოს გარშემო უძველესი ბიბლიოთეკების მოსანახულებლად მოგზაურობს და უნიკალური არქიტექტურის ნამდვილ საგანძურებს პოულობს.

 

ადმონთის სააბატო ბიბლიოთეკა, ადმონთი, ავსტრია

მსოფლიოს უდიდესი სამონასტრო ბიბლიოთეკა 1776 წელს აიგო. იგი ბაროკოს არქიტექტურით, ხელოვნების ნიმუშებითა  და ხელნაწერებითაა ცნობილი. მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები თაშენის გამომცემლობამ გამოსცა.

 

მაფრას სამონასტრო ბიბლიოთეკა, მაფრა, პორტუგალია

ეს ბიბლიოთეკა 88 მეტრის სიგრძისაა და მის თაროებზე 36 000-ზე მეტი ტყავისყდიანი ტომია განთავსებული.

 

სამების კოლეჯის ბიბლიოთეკა, დუბლინი, ირლანდია

ეს ირლანდიის უდიდესი ბიბლიოთეკა და კელის წიგნის მუდმივი სახლია.

 

ჯიროლამინის ორდერის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ნეაპოლი, იტალია

ნეაპოლის უძველესი ბიბლიოთეკა, რომელიც ვიზიტორებს 1566 წლიდან იღებს.

 

ქრემსმიუნსტერის სააბატო ბიბლიოთეკა, ქრემსმიუნსტერი, ავსტრია

ეს სამონასტრო ბიბლიოთეკა 1680-1689-იან წლებში ააგეს და იქ დაახლოებით 160 000 წიგნი ინახება.

 

პორტუგალიური სამეფო სამკითხველო დარბაზი, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

ეს ინსტიტუტი 1837 წელს პორტუგალიელმა ემიგრანტებმა დააარსეს იქაურ     პორტუგალიურ საზოგადოებაში კულტურის გასავრცელებლად.

 

სენტ გალენის სააბატო ბიბლიოთეკა, სენტ გალენი, შვეიცარია

შვეიცარიის უძველესი ბიბლიოთეკა ამავე დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი სამონასტრო ბიბლიოთეკაა.

 

სენტ ჟენევიევის ბიბლიოთეკა, პარიზი, საფრანგეთი

ამ ბიბლიოთეკაში ორ მილიონზე მეტი დოკუმენტი ინახება და ის ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკის დიზაინის ინსპირაცია იყო.

 

ეროვნული მუზეუმი, კვლევითი ბიბლიოთეკა, ამსტერდამი, ჰოლანდია

1885 წელს დაარსებული ეს ინსტიტუტი ხელოვნების ისტორიის უდიდესი კვლევითი ბიბლიოთეკაა ჰოლანდიაში.

 

სტრაჰოვსკას ბიბლიოთეკა, პრაღა, ჩეხეთი

ბიბლიოთეკა ორი ბაროკოს სტილის  დარბაზითაა გამორჩეული, მაგრამ ვიზიტორებს იქ შესვლა არ შეუძლიათ: როგორც გაირკვა, ტენიანობის ცვლამ შეიძლება ნახატებზე ზემოქმედება მოახდინოს.

 

ჟუანინას ბიბლიოთეკა, კოიმბრა, პორტუგალია

ეს ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული ორი ბიბლიოთეკიდან, სადაც ღამურებს ცხოვრების საშუალებას აძლევენ, რათა  წიგნები მწერებისგან დაიცვან.


რეკომენდებული სტატიები
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.