fbpx

13 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

ნახეთ სახალისო ვიდეო, რომელშიც ძაღლი, სახელად ზიგმუნდა ქართულ ფოლკლორულ სიმღერას ბანს აძლევს.

მხოლოდ ქართული ფოლკი ან კარუზო! თვალებსაც ხუჭავს ❤️❤️❤️❤️❤️❤️ზიგმუნდ პრეტენზიული და გულწრფელი:)

Gepostet von Keti Bzikadze am Sonntag, 22. Juli 2018

წყარო: https://www.facebook.com/

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის მემორიალური  კედელი გაიხსნა.

Image may contain: 9 people, people smiling, people standing

კედელი რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკითა და სიმბოლოებით არის დატვირთული.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ გლენ ქლოუზის ახალი ფილმის, The Wife-ის ტრეილერი, რომლითაც კინოკრიტიკოსები მსახიობს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ:

წყარო: https://www.youtube.com

 

ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ახალი წელი” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Wanderlust – ასე ერქმევა ნეტფლიქსისა და BBC One-ის ახალ სერიალს, რომლის პრემიერაც სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს გაიმართება

სერიალში მთავარ როლებს ტონი კოლეტი და სტივ მაკინტოში შეასრულებენ. ახალი შოუს სიუჟეტი ოჯახურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს, იმაზე, თუ რა მოსდით წყვილებს ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ, რატომ უჩნდებათ დაშორების ან ღალატის სურვილი და ზოგადად, არსებობს თუ არა მონოგამი ადამიანი.

წყარო: https://deadline.com

 

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა იტალიის ერთ-ერთ რესტორანში ყველასთვის მოულოდნელად თავისი ჰიტი Let’s Get Loud შეასრულა.

Let’s get loud in Capri 🇮🇹

A post shared by Alex Rodriguez (@arod) on

წყარო: https://www.instagram.com

 

ლოკარნოს 71-ე კინოფესტივალის მთავარ პრიზი – ოქროს ლეოპარდი სინგაპურელი რეჟისორის, სიუ ჰუა იეოს ფილმს, A Land Imagined ხვდა წილად

სინგაპურელი რეჟისორის ფილმის გამარჯვება ლოკარნოს ისტორიაში  პირველი შემთხვევაა. საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, ჩინელმა რეჟისორმა ჯია ჟანკემ სპეციალური პრიზი გადასცა იოლანდე ზაუბერმანის დოკუმენტურ ფილმს M, ხოლო ლეოპარდი საუკეთესო რეჟისურისთვის ჩილელ რეჟისორს, დომინგა სოტომაიორს გადაეცა ფილმისთვის Too Late To Die Young.

საუკეთესო ქალ მსახიობად რუმინელი ანდრა გუტი დასახელდა ფილმისთვის Alice T., ხოლო საუკეთესო მამაკაცად კი ჯობონი ჰონ სანსუ ფილმისთვის Hotel By The River.

მაყურებლის რჩეული სპაიკ ლის BlacKkKlansman გახდა.

წყარო: https://www.screendaily.com/

 

ნასამ ახალი მისია დაიწყო და კოსმოსში გაუშვა სატელიტი, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს უნდა მივიდეს

რაკეტა, რომელმაც კოსმოსში პარკერის მზის ხომალდი წაიღო, ფლორიდიდან აფრინდა. 

წყარო: https://twitter.com/NASA/


რეკომენდებული სტატიები
საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე
ელონ მასკის Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვებამ ბევრ ადამიანს მისცა ინსპირაცია სახუმარო კომენტარებისთვის ფოტო და ვიდეო ფორმატში დასამზადებლად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.