fbpx

21 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

მუსიკოსი მერლინ მენსონი კონცერტის მსვლელობისას ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა

კონცერტი ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში 19 აგვისტოს გაიმართა. ინციდენტის დროს ის თავის ერთ-ერთ ცნობილ ქავერს,  Eurythmics-ის  “Sweet Dreams”-ს ასრულებდა. მოგვიანებით მუსიკოსი სცენაზე დაბრუნდა, კომპოზიცია “Antichrist Superstar” შეასრულა, ამის შემდეგ კი მსმენელს ბოდიში მოუხადა და შოუ შეწყვიტა.

წყარო: https://pitchfork.com

 

Chanel მაამკაცის დეკორატიული კოსმეტიკის ხაზს გამოუშვებს

 

 

როგორც ბრენდმა დააანონსა, კოსმეტიკის ხაზი, სახელწოდებით – Boy de Chanel  ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება. ის წარბის ფანქარს, ტონალურ ბაზას და ტუჩის ბალმს მოიცავს.

წყარო: https://www.harpersbazaar.com/

 

მელანია ტრამპი სოციალურ მედიას დესტრუქციულს და საზიანოს უწოდებს.

შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ამის შესახებ  მერილენდის შტატში გამართულ სამიტზე განაცხადა. სამიტზე კიბერძალადობის პრევენციის საკითხები განიხილებოდა. მელანია ტრამპის თქმით, სოციალური მედია განსაკუთრებით საზიანოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. განცხადებას საერთაშორისო მედიის კრიტიკული შეფასება მოჰყვა. გამოცემები გამოქვეყნებულ სტატიებში ტრამპის ქმედებებზე მიუთითებენ, კერძოდ, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  სოციალური ქსელის მეშვეობით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაავრცელა.

წყარო: https://www.vogue.com

 

2018 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო კინოეკრანებზე ახალი ბიოგრაფიული დრამა Outlaw King გამოვა

ფილმის სიუჟეტი მე-14 საუკუნის შოტლანდიაში ვითარდება. კინოსურათი შოტლანდიის მეფის, რობერტ ბრუსის შესახებაა. მასში მაყურებელი შოტლანდიისა და ინგლისის არმიის ბრძოლას იხილავს. ფილმის ოფიციალური დისტრიბუტორი ნეტფლიქსია და მასში მთავარ როლს მსახიობი რობერტ პაინი ასრულებს. ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის დახურული ჩვენება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.

წყარო: https://www.rollingstone.com/

 

მომღერალ რიანაზე დოკუმენტური ფილმი 2018 წლის შემოდგომაზე გამოვა

ამის შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა პიტერ ბერგმა გაავრცელა. პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. რეჟისორის თქმით, ის არ აპირებდა სტანდარტული დოკუმენტური ფილმის გადაღებას, რომლის ცენტრშიც მომღერლის კარიერა მოექცეოდა –   პროექტი მიზნად მაყურებლისათვის გმირის პიროვნების უკეთ გაცნობას ისახავდა.

წყარო: https://www.thefader.com

 

თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU 2018 წელს საკონცერტო პროგრამით არ გაიმართება.

ინფორმაცია ფესტივალის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი ფესტივალის დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, სანდრო ლომინაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საკონცერტო პროგრამის გაუქმების მიუხედავად, 2018 წლის ოქტომბრიდან SOU-ს ფესტივალი ადგილობრივი მუსიკალური და სახელოვნებო სივრცის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს.

წყარო: https://www.facebook.com/

მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალზე  ქართველი რეჟისორის გიგიშა აბაშიძის ფილმ “მეზობლების” მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის სიუჟეტი იტალიურ ეზოში ვითარდება. ერთ დღეს ეზოს მცხოვრებლები იგებენ, რომ ინვესტორი ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობის აგებას აპირებს. ფილმი კინოფესტივალზე სექციაში Focus on World Cinema იქნება წარმოდგენილი.

წყარო: https://www.facebook.com/

ჩიგაკოში მარიამ ხაჭვანის “დედეს” საპრემიერო ჩვენებები გაიმართება.

ფილმს  14, 15, 16 და 17 სექტემბერს აჩვენებენ. ფილმში მთავარ როლებს  გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე, ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.

წყარო: https://www.facebook.com

 

24 აგვისტოს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ქართული ბიბლიოთეკა მოეწყობა, შემდეგ კი გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია და მისივე წიგნის წარდგენა გაიმართება

ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს. ღონისძიებას ვენაში ქართული სათვისტომო უმასპინძლებს. ამავე დღეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისელი და გალში მცხოვრები პატარა მხატვრების გამოფენაც მოეწყობა.

წყარო: https://m.facebook.com

 

ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში,  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაჯილდოების – MTV VMA 2018-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

MTV VMA-ის  35-ე ცერემონიალის მთავარი მონაწილე  ამერიკელი რეპერი ქალი CARDI B იყო, რომელიც ყველაზე მეტ ნომინაციაში წარადგინეს. სწორედ მან გახსნა ცერემონიალი და მანვე  გაიმარჯვა საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში. 

MTV VMA 2018-ის გამარჯვებულები:

  • წლის ვიდეო: Camila Cabello – “Havana” [ft. Young Thug]
  • საუკეთესო კოლაბორაცია: Jennifer Lopez – “Dinero” [ft. DJ Khaled & Cardi B]
  • საუკეთესო ახალი არტისტი: CARDI B
  • წლის არტისტი: Camila Cabello
  • წლის სიმღერა: Post Malone – “rockstar” [ft. 21 Savage]
  • საუკეთესო HIP HOP ვიდეო: Nicki Minaj – “Chun-Li”
  • საუკეთესო ქორეოგრაფია: Childish Gambino – “This Is America”

MTV VMA 2018-ის ნომინანტებისა და  გამარჯვებულების სრული სია იხილეთ MTV-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

წყარო: http://www.mtv.com/vma/winners

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.