fbpx

23 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი “აღლუმი” ტორონტოს კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში, სექცია Discovery-ში იქნება წარმოდგენილი

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის სიუჟეტი ძველი მეგობრების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც შემთხვევით კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და წარსულს იხსენებენ. ტორონტოს 2018 წლის ფესტივალი 6 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com

დღეს ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES 2018 იწყება

ECHOWAVES 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელის, EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე 150-მდე არტისტი წარსდგება. ECHOWAVES 2018-ის ერთ-ერთი ჰედლაინერია  ცნობილი სამხრეთაფრიკული ჯგუფი DIE ANTWOORD. ფესტივალი 26 აგვისტოს დაიხურება.

წყარო: https://www.facebook.com/events/

 

UEFA გურამ კაშიას ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის თანასწორობის ჯილდოს გადასცემს

Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად UEFA ავრცელებს.

წყარო: https://www.facebook.com/uefa/

 

თბილისი მსოფლიოს ყველაზე იაფი ქალაქების ათეულშია

საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა Mercer-მა 2018 წლის ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს ქალაქები შეაფასა. შეფასების კრიტერიუმები ბინის ქირის, საკვების, ტრანსპორტის, საწვავის ფასებს, აგრეთვე კომუნალურ გადასახადებსა და სხვა მომსახურებას გულისხმობს.

წყარო:  https://mobilityexchange.mercer.com

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საქართველოში გერმანელი მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა იწყება

ხანგრძლივი პროექტი UNESCO-ს საიუბილეო წელს  ემთხვევა. შესასწავლი ობიექტები ძირითადად მე-19 საუკუნით თარიღდება. ასევე აღსანიშნავია, რომ  23 და 24 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ყურადღების ცენტრშია  გერმანია-საქართველოს თანამეგობრობის საკითხები.

წყარო: http://agenda.ge/en/news/2018/1760

ლანა დელ რეი ისრაელში კონცერტის გამართვის შემდეგ პალესტინას ეწვევა მუსიკოსმა განცხადება ინსტაგრამზე გაავრცელა.

ლანა დელ რეი Meteor Festival-ის ერთ-ერთი ჰედლაინერია, რომელიც ისრაელში მიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს გაიმართება.  ფესტივალში მის მონაწილეობას საზოგადოება უარყოფითად შეხვდა, მუსიკოსმა კი განაცხადა, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა, რამდენადაც ისრაელში ჩასვლა პოლიტიკური კონტექსტისაგან დაცლილია. მიუხედავად ამისა, არტისტის მიერ პალესტინაში დაგეგმილ ვიზიტს სწორედ ინტერნეტმომხმარებლების პროტესტს მოჰყვა.

წყარო: https://www.nme.com/news

 

Forbes-მა ამჯერად 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების სია გამოაქვეყნა

სიის სათავეში ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნია, რომელმაც 2017 წელს 239 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე დუეინ ჯონსონია, მისმა ანაზღაურებამ  გასულ წელს 119 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს 79 მილიონი დოლარით რობერტ დაუნ უმცროსი იკავებს.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ათეული:

  1. ჯორჯ კლუნი –  $239 მილიონი

  2. დუეინ ჯონსონი – $119 მილიონი

  3. რობერტ დაუნ უმცროსი – $79 მილიონი

  4. კრის ჰემსუორთი – $64.5 მილიონი

  5. ჯეკი ჩანი – $45.5 მილიონი

  6. უილ სმითი – $42 მილიონი

  7. აკში კუმარი – $40.5 მილიონი

  8. ადამ სენდლერი – $39.5 მილიონი

  9. კრის ევანსი – $34 მილიონი

  10. სალმან ხანი – $33.5 მილიონი

წყარო: https://www.forbes.com/sites/

 

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სარჩელი კიდევ ერთმა მსახიობმა შეიტანა

საქმე ამჯერადაც სექსუალურ ძალადობას ეხება. სასამართლოს გერმანელმა მსახიობმა ემა ლომანმა მიმართა. ლომანი ვაინშტაინს 2006 წლის კანის ფესტივალის მიმდინარეობის დროს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. როგორც მოსარჩელემ აღნიშნა, თავისი კარიერის დასაწყისში  ვაინშტაინმა კანის ფესტივალზე დაპატიჟა, შემდეგ კი პირადად შეხვედრა მოინდომა. ლომანის თქმით, პროდიუსერის ასისტენტი მას იქამდე ურეკავდა, სანამ თანხმობა არ მიიღო. ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

წყარო: https://www.bbc.com/news/

 

Aerosmith-ის ფრონტმენმა სტივენ ტაილერმა საავტორო უფლებების დარღვევისათვის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო

21 აგვისტოს დასავლეთ ვირჯინიაში, ტრამპის მხარდამჭერების შეხვედრაზე, ღონისძიების  ორგანიზატორებმა ბენდის 1993 წლის კომპოზიცია Livin’ On The Edge გააჟღერეს. როგორც სტივენ ტაილერის ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, კომპოზიციისთვის ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან არავის უთხოვია, ეს კი ინტელექტუალური საკუთრების უნებართვოდ გამოყენებაა, რაზეც სამართლებრივი რეგულაციები მოქმედებს

წყარო: https://www.nme.com/

 

ტორონტოს 2018 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნატალი პორტმანის მონაწილეობით მუსიკალურ დრამას, Vox Lux-ს აჩვენებენ

ფილმის სიუჟეტი პოპმომღერალზეა, რომელიც უჩვეულო გარემოებების წყალობით წარმოუდგენლად წარმატებული ხდება. კინოსურათის რეჟისორი ბრედ კორბეტია. ფილმში ნატალი პორტმანის გარდა ჯუდ ლოუც მონაწილეობს. ფილმის ორიგინალურ მუსიკალურ გაფორმებაზე მუსიკოსებმა სკოტ უალკერმა და სიამ იმუშავეს. ტორონტოს 2018 წლის კინოფესტივალი 16 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: https://variety.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.