fbpx

გურამ კაშიას UEFA ჯილდოს გადასცემს


გააზიარე სტატია

გურამ კაშია „უეფას“ თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული (#EqualGame) პირველი ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ნაკრების და არნემის ვიტესის ყოფილმა კაპიტანმა საყოველთაო აღიარება, LGBT საზოგადოების თანასწორობისათვის ღიად მხარდაჭერისათვის მიიღო.

პრიზის არსი ისეთი ფეხბურთელების დაფასებაა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადამიანების არჩევანის მრავალფეროვნების პატივისცემაში.

2017-2018 წლის სეზონში გურამ კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში გამართულ ერთ-ერთ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა.

ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოყვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების.

გარკვეულმა ნაწილმა გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებიდან მოკვეთაც მოითხოვა.

კაშიამ მის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს ადეკვატურად უპასუხა და თავისი პოზიცია უფრო გაამყარა:

„მე მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის, მანამ სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს რთულად აღსაქმელია. მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე“ -განაცხადა გურამ კაშიამ.

დღეს დღეისობით ამერიკაში გადაბარგებული ქართველი ფეხბურთელი პრიზის მიღებით ძალიან გახარებულია და ამბობს, რომ იგი ისევ გააგრძელებს სამართლიანობისათვის ჰუმანური გზებით ბრძოლას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.