fbpx

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში


გააზიარე სტატია


ესპანელი ფოტოგრაფი პაუ ბუსკატო 2009 წლიდან ოსლოში ცხოვრობს, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ე.წ. street photo-ს ჟანრში მუშაობს.

ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პროფესიონალი თუ მოყვარული მოღვაწეობს, თუმცა ესპანელის ხედვა ყველასგან გამორჩეულია.  ირჩევს ისეთ ობიექტებსა თუ სცენებს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ყოფაში ხშირად ვხედავთ, მაგრამ ნაკლებად ვაკვირდებით და ყურადღებას არ ვაქცევთ, ფოტოგრაფი კი მათ სხვადასხვა ხერხებით განსხვავებულ, სრულიად უცხო და ორიგინალურ დატვირთვას აძლევს.

 

 

პაუ ბუსკატო საკუთარ მეთოდს არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რომანის სახელით – „კლასობანათი“ მოიხსენიებს. „კლასობანა“ თამაშია, როცა ბავშვები ასფალტზე უჯრედებს ხატავენ და ჩვეულებრივ ტროტუარს გართობის სივრცედ აქცევენ. ფოტოგრაფია კი მისთვის სწორედ ამგვარი თამაშია, ქალაქი – საბავშვო მოედანი.

 

 

როცა ადამიანები ვიზრდებით, საკუთარი თავის გარშემო კედლებს ვიშენებთ, უფრო ძლიერები, დაცულები და სერიოზულები რომ ვიყოთ, ამიტომ ვივიწყებთ ყველაფერ იმას, რითაც პატარაობისას ვერთობოდით. ფანტაზიის უნარი და ჩვეულებრივი ნივთების ბავშვური თვალით აღქმა – ეს არის ჩემი შემოქმედების საიდუმლო“, – ასე ახასიათებს ფოტოგრაფი საკუთარ ხელწერას. სწორედ ასე ქმნის თავშესაქცევ აბსურდებს, აფიქსირებს სახალისო დამთხვევებს, პოულობს ფერების ორიგინალურ შეხამებას და აცოცხლებს ყოფითი პრობლემებით, რუტინული ცხოვრებით დათრგუნულ ბავშვურ წარმოსახვას.

 

 

პაუ ბუსკატო სრულიად მარტო მუშაობს, არ შედის კომუნიკაციაში გადაღების ობიექტთან, ამგვარი მიდგომა კი კონცენტრაციაში ეხმარება. სპონტანურობა და ინტუიცია მისი მთავარი იარაღია. თუმცა, ყოველი მისი ნამუშევრის უკან ათასობით წარუმატებელი კადრია. როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ არაადამიანური ფიზიკური გამძლეობა და თმენის რესურსია აუცილებელი, რათა საჭირო მომენტი გამოიჭირო.  

პაუ ბუსკატოს ნამუშევრების სრულად გაცნობა შესაძლებელია მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ფოტოგრაფის ინსტაგრამის ანგარიშზე.


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები

ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები

ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები
ასტროფოტოგრაფების კონკურსში წელს 91 ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 4200 ფოტო წარმოადგინეს. ამ ეტაპზე გამოვლინდნენ ფინალში გასული ნამუშევრები, რომელთა შორის საუკეთესოებს 24 ოქტომბერს დაასახელებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.