fbpx

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა – ფოტოპროექტი


გააზიარე სტატია

 

ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა ჯონი მილერმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორ აისახება არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში სოციალური უთანასწორობა და როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის.

იმ დასახლებების ნაწილი, რომელიც ჯონი მილერმა დრონით გადაღებულ კადრებში გააერთიანა  სხვადასხვა სოციალური ჯგუფების თანაცხოვრებისა და მათ შორის არსებული უზარმაზარი განსხვავებების  საჩვენებლად, თავიდანვე სხვადასხვა ტიპის მცხოვრებლებისთვის იყო გათვლილი და შესაბამისად აშენებული, ნაწილი კი დროთა განმავლობაში ბუნებრივად გაინაწილეს მოქალაქეებმა და შექმნეს ერთგვაროვანი კომუნები.

 

ფოტოგრაფს ამ ფოტოსერიით სურდა  ძველი პრობლემების ახალი პერსპექტივით დახატვა, დიალოგის პროვოცირება, დღეს არსებული ბარიერებისა და უთანასწორობისთვის ახალი, გამომსახველობითი ილუსტრაციების შექმნა, რომელიც არ დატოვებდა კითხვის ნიშნებს და მთელი სიცხადით აჩვენებდა რეალობის დრამატულ სურათს.  მილერის მიერ გადაღებული ფოტოები ნათელი ილუსტრაციაა ერთი მხრივ იმის, რა ძალა აქვს ქალაქგეგმარებას და მეორე მხრივ იმისა, რამდენად ხანგრძლივია ადამიანის ბოროტების შედეგები.

ფოტოპროექტი არაერთი გამოცემის, ფოტოფესტივალისა და კონკურსის ყურადღების ცენტრში მოექცა.  გაეროს მოსახლეობის ფონდმა ის გამოიყენა, როგორც სოციალური უთანასწორობის ილუსტრაცია. სამხრეთ აფრიკაში ამ თემაზე საინფორმაციო კამპანიების წარმოებისას თავად ფოტოგრაფმა  სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადგილას აღმოეჩინა ერთ დროსა და სივრცეში არსებული პარალელური სამყაროები.

ასე შეიქმნა უთანასწორობის ვიზუალური ლექსიკონი ლოს-ანჯელესისთვის, დეტროიტისთვის, ბალტიმორისთვის, რიჩმონდისა და სიეტლისთვის (https://unequalscenes.com/usa ), რასაც მოჰყვა გადაღებები მუმბაიში, მეხიკოში, ტანზანიასა და სხვა ადგილებში.

 

მეხიკო

 

მუმბაი

 

ტანზანია

 

ნაირობი

 

აპარტეიდის* დროს, სამხრეთ აფრიკაში ურბანული სივრცეების სეგრეგაცია პოლიტიკის ნაწილი იყო. გზები, მდინარეები, მწვანე კუნძულები, ე.წ. ბუფერული ზონები და სხვა ბარიერები  მიზანმიმართულად გამოიყენებოდა მოსახლეობის დასაყოფად.

აპარტეიდის დასრულებიდან 20 წელზე მეტი გავიდა და ამ ბარიერების ნაწილი დღემდე ფუნქციონირებს. ადამიანები, რომლებიც საგანგებოდ მოწყობილ გეტოებში ცხოვრობენ, კვლავ განიცდიან დისკომფორტს უგზოობის, მწირი სერვისებისა და თუ განუვითარებელი საჯარო სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის  გამო.

სამხრეთ აფრიკა

 

* აპარტეიდი

დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატება. გენოციდისაგან განსხვავებით, აპარტეიდი არ არის მიმართული ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ჯგუფების ფიზიკური განადგურებისაკენ, არამედ მიზნად ისახავს ასეთი ჯგუფების და მათი წევრების საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან იზოლირებას. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ევროპიდან გადმოსახლებულმა მოსახლეობამ დაამწყვდია აფრიკის, აზიის და სხვა კონტინენტის ფერადკანიანები (მოსახლეობის 80%) ე.წ. ბანტუსტანებში, საკონცენტრაციო ბანაკებში და შემოიღო ამ ბანაკებში მცხოვრები მოსახლეობისათვის განცალკევებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესები, სწავლა-განათლების უვარგისი სისტემა.

სამხრეთაფრიკულ აპარტეიდს  1994 წელს მოეღო ბოლო, როდესაც პრეზიდენტმა დე კლერკმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარა.  შედეგად, იგი ან პოსტზე ნელსონ მანდელამ შეცვალა.

https://unequalscenes.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.