fbpx

29 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი  4-13 ოქტომბერს თელავში გაიმართება

No automatic alt text available.

მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები: ელისო ვირსალაძე, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი დანიელ პეტრიკა ჩობანუ, ვუნდერკინდად აღიარებული, 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენლები ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი. საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მუსიკოსები და აგრეთვე უცხოეთიდან მოწვეული შემსრულებლებიც იქნებიან,  ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კი თავისი 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტს გამართავს.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კონცერტით წარდგება  „ალტერ ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

31 აგვისტოს Batumi Photodays ფესტივალი გაიხსნება

ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება, რომლის  ფარგლებშიც გამოფენებთან ერთად გაიმართება შეხვედრები და ვორკშოპები.  ფესტივალის პირველ დღეს სტუმრებს შეეძლებათ ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, გიორგი ნებიერიძის ფოტონამუშევრები დაათვალიერონ. გამოფენას ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს. ბათუმის ფოტოდღეები 2 სექტემბერს დაიხურება.

წყარო: https://www.facebook.com/thephotodays/

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ქართული საგამომცემლო სფეროს, ქართული წიგნის ისტორიის და მისი განვითარების ეტაპების მასშტაბურად წარმოჩენისთვის “33 ამბავი ქართული წიგნის შესახებ” მოამზადა

No automatic alt text available.

გამოცემის ავტორია გაგა ლომიძე. პროექტი განხორციელდა პროგრამის ფარგლებში – “საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი.”   

წყარო: https://www.facebook.com/gpba.ge/

 

Pink Floyd-ის ყოფილი წევრი, ცნობილი მუსიკოსი როჯერ უოტერსი რუსეთის პოლიტიკას მხარს უჭერს

საკუთარ პოზიციაზე მუსიკოსმა ღიად ისაუბრა რუსული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით ადეკვატურია, რამდენადაც უკრაინელი ხალხის პროტესტი ვაშინგტონმა დაგეგმა და განახორციელა. უოტერსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა ქმედება არაგონივრულია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როჯერ უოტერსი 29 და 31 აგვისტოს პეტერბურგსა და მოსკოვში კონცერტს გამართავს.

წყარო: https://www.billboard.com/

 

10-თვიანი პაუზის შემდეგ  STAND-UP კომედიის ვარსკვლავი Louis C.K  სცენას დაუბრუნდა

Louis CK

აუდიტორიის წინაშე ის ნიუ-იორკში, გრინვიჩ ვილიჯში წარდგა. მაყურებელი მას აპლოდისმენტებით შეხვდა. Louis C.K-ს შემოქმედებითი პაუზის მიზეზი  #METOO კამპანია გახდა, როდესაც ცნობილი კომედიანტი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. მან მალევე აღიარა ბრალდება და მას “უპატიებელი შეცდომა” უწოდა.

Louis C.K-ის სცენაზე დაბრუნებას უარყოფითად შეხვდა მისი კოლეგების დიდი ნაწილი. მათ აღნიშნეს, რომ სექსუალური შევიწროება სერიოზული დანაშაულია, რომელიც მსუბუქი გაკიცხვით არ უნდა შემოიფარგლოს და საზოგადოებას უფრო მეტი პრინციპულობა მართებს.

Louis C.K-მ კარიერა 1985 წელს დაიწყო. 50 წლის კომედიანტი ამ დროისათვის Emmy-ს 6 ჯილდოს მფლობელია.

წყარო: https://www.bbc.com/news/blogs-trending-45330560

 

ბრიტანული საკულტო როკ-ბენდი LED ZEPPELIN  ჯგუფის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნს გამოსცემს

Led Zeppelin by Led Zeppelin  – ასე ჰქვია 400-გვერდიან ილუსტრირებულ წიგნს, რომელშიც ბენდის ისტორიის გარდა, აქამდე უცნობი ფოტომასალაც შევა. ახლახან კი ბენდმა ინტერნეტში წიგნის პირველი ოფიციალური თიზერი გაავრცელა. Led Zeppelin by Led Zeppelin-ის შეძენა მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

წყარო: https://www.loudersound.com

 

ალეკ ბოლდუინი ბეტმენის მამის როლს შეასრულებს

ოსკარის ნომინანტი მსახიობი აღნიშნულ როლს 2019 წლისათვის დაანონსებულ ფილმ Joker-ში განასახიერებს. კინოსურათის სამსახიობო შემადგენლობაში არიან აგრეთვე  ხოაკინ ფენიქსი და რობერტ დე ნირო. როგორც ცნობილია, ბეტმენის მამა ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია და ის მაყურებელს საინტერესო მოქმედ გმირს გააცნობს. Joker-ის პრემიერა 2019 წლის 4 ოქტომბერს იგეგმება.

წყარო: https://www.nme.com/

 

კომპანია Apple-მა სტივ ჯობსის თეატრის პროექტი დააპატენტა

Steve Jobs Theater

Apple  თეატრს კომპანიის 5 მილიარდდოლარიანი კამპუსის ტერიტორიაზე ააშენებს. შენობა ახალი პროდუქტის პრეზენტაციებს  და სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, ამფითეატრი შუშის იქნება და 1000-კაციან აუდიტორიას დაიტევს.   

წყარო:https://www.businessinsider.com

 

დონალდ ტრამპი კომპანია Google-ს მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Google-ის საძიებო სისტემა მომხმარებლებს მხოლოდ მის საწინააღმდეგო სტატიებს უჩვენებს, პოზიტიურ სიახლეებს კი “უმალავს”.  ტრამპის ბრალდებას მალევე უპასუხა გუგლის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ. კომპანიის სახელით მან ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განმარტა, რომ გუგლის საძიებო სისტემა ზუსტია და ის   არც ერთი პოლიტიკური ძალის პოზიციას არ უწევს აგიტაციას.

წყარო: https://www.businessinsider.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.