fbpx

წყალი ციფრებში: გველოდება თუ არა წყლის მსოფლიო კრიზისი


გააზიარე სტატია

 

 

თეა სხიერელი

დედამიწაზე ყოველწლიურად 103 ტრილიონი ტონა ნალექი – წვიმა და თოვლი მოდის. ამ წყლის უდიდესი ნაწილი თითქმის 66 ტრილიონი ტონა ჰაერში ორთქლდება, დანარჩენი 37 ტრილიონი კი დროთა განმავლობაში ოკეანეებში ჩაედინება და აორთქლებული წყლის დანაკლისს ავსებს. რადგანაც დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტი წყლით არის დაფარული, ამიტომ პლანეტაზე არსებული მარაგის 97 პროცენტი ოკეანეებსა და ზღვებშია თავმოყრილი, თუმცა ეს წყალი მარილიანი და, ამდენად, სასმელად გამოუსადეგარია.

იმ 1400 მილიარდი ³-დან, რომელიც დედამიწაზე არსებული წყლის სავარაუდო რაოდენობაა, მხოლოდ 3 პროცენტია მტკნარი, ხოლო მდინარეებსა და ტბებში მისი მხოლოდ 0,3 პროცენტი ბრუნავს, ე. ი. სასმელად ვარგისია.

წყლის რესურსების გაეროს გლობალური ანგარიშის – World Water Development Report 2018-ის მიხედვით, დღეისათვის წყალზე გლობალური მოთხოვნა წლიურად 4600 კმ3ია, 2050 წლისთვის კი ის 6000 კმ3მდე გაიზრდება და სასმელი წყლის დეფიციტი 40-პროცენტიან ნიშნულს მიაღწევს. ასეთი მზარდი უკმარისობა შესაძლოა ახალი ომებისა და წყლით მდიდარ რეგიონებში მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის მიზეზად იქცეს.  

წყლის რესურსები ორი მიზეზით მცირდება: მას სოფლის მეურნეობის დარგში სულ უფრო მეტად მოიხმარენ (მთელი წყლის მოცულობის 70 %-ს), რათა გაზრდილი რაოდენობის მოსახლეობის გამოკვება შესაძლებელი გახდეს; ამას გარდა, გლობალური დათბობის გამო მყინვარები დნება და ნაყოფიერი მიწები უდაბნოებად იქცევა.

 

წყლის ციკლი ასახავს, როგორ ორთქლდება წყალი დედამიწის ზედაპირიდან, ატმოსფეროში გადაადგილდება, კონდენსირების შედეგად ღრუბლებად იქცევა და მიწაზე კვლავ ნალექის სახით ეშვება / Credits: Marit Jentoft-Nilsen: Technical Support; Deborah McLean (GST): Graphic Designer

ბოლო 50 წლის განმავლობაში წყლის მოხმარება ყოველწლიურად 64 მილიარდი 3-ით (1 3=1000 ), მსოფლიოს მოსახლეობა კი, საშუალოდ, 80 მილიონით იზრდება.

დღესდღეობით ყოველი 9 ადამიანიდან 1-, ე. ი. 844 მილიონს საცხოვრებელ სახლთან ახლოს ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სუფთა სასმელი წყალი არ გააჩნია.

მსოფლიო მოსახლეობის 1/3სათვის, ე. ი. 2 300 000 ადამიანისათვის საბაზისო სანიტარული სისტემები მიუწვდომელი ფუფუნებაა. დედამიწის ყოველი მესამე მოსახლე საკანალიზაციო ტუალეტით ვერ სარგებლობს, მათ შორის, ისინიც კი, ვინც  მობილურ ტელეფონს მოიხმარენ.

მსოფლიოში ყოველ 90 წამში ცუდი სანიტარული და არაჰიგიენური პირობების გამო ხუთ წლამდე ასაკის 1 ბავშვი იღუპება – ეს წელიწადში მოზარდთა სიკვდილიანობის 1 მილიონი შემთხვევაა.

ილუსტრაციაზე ასახულია წყლის მოძრაობა ხმელეთზე – ნიადაგის ფენებში ნალექის დაგროვება, შენახვა და შემდგომში მდინარეების ურთიერთდაკავშირებული სისტემებით მთელ პლანეტაზე მისი გადაადგილება / edits: NASA’s Goddard Space Flight Center

 

თავშესაფარი ეგზოპლანეტებზე

მომავალში ჩვენი პლანეტა რომ სიცოცხლის რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს, ამაზე მეცნიერები დიდი ხანია თანხმდებიან. სიცოცხლის უმთავრესი წინაპირობა კი წყალია, რომელიც ულევი გვეგონა, ვიდრე  წყლის დეფიციტის ზრდის საგანგაშო სტატისტიკამდე.  

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს მკვლევართა ჯგუფმა გასულ კვირას ბოსტონში გამართულ Goldschmidt-ის კონფერენციაზე კვლევის დამაიმედებელი შედეგები წარადგინა: წყლის დეფიციტით გატანჯული კაცობრიობის ახალი თავშესაფარი შესაძლოა რომელიმე ეგზოპლანეტა გახდეს. ასეთი ექსტრასოლარული პლანეტები მზის სისტემის გარეთ, ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის გარშემო მოძრავი ციური სხეულებია. დღეისათვის ცნობილი 4000 ეგზოპლანეტის 35 პროცენტზე წყლის მარაგი უფრო მეტია, ვიდრე დედამიწაზე – სულ მცირე 1500 ისეთი პლანეტა არსებობს, სადაც წყალი საერთო მასის 50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა დედამიწაზე ეს მარაგი მხოლოდ 0,02 პროცენტია.

 

 

ხმელეთის ზედაპირი ძალიან მრავალფეროვანია და წყლის მოძრაობაზე დიდ გავლენას ახდენს ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ნიადაგის ტიპი, უსწორმასწორო რელიეფი და სიმაღლე / Credits:  NASA/Goddard Space Flight Center

 

სასმელი წყლის მოხმარება

2025 წლისათვის წყლის მოხმარება განვითარებულ სახელმწიფოებში 50 პროცენტით, განვითარებად ქვეყნებში კი 18 პროცენტით გაიზრდება. დღეს განვითარებული სახელმწიფოების  საშუალო სტატისტიკური ბინადარი დღე-ღამეში დახარჯული 200 ლიტრი  წყლიდან სასმელად მხოლოდ 2,5 ლიტრს იყენებს.

რაციონალური მოხმარებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხარჯზე გერმანია გეგმავს საშუალო მოხმარება 120-დან 90 ლიტრამდე შეამციროს; საშუალოდ, პოლონეთში, ხორვატიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში ერთი მოსახლე 300 ლიტრ წყალს ხარჯავს, საფრანგეთში კი – 130-დან 180 ლიტრამდე.

მსოფლიოში წყლის მოხმარებაში ყველაზე მაღალ ფასს ევროპელები იხდიან; ამ თვალსაზრისით, გერმანია და დანია ყველაზე „ძვირად ღირებული“ ქვეყნებია. ეს საფასური,  შესაბამისად, კუბურ მეტრზე $1.78-ისა და  $1.72-ის ეკვივალენტს შეადგენს.

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წყლის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 400 ლიტრს უტოლდება; კერძო სახლებში მცხოვრები ერთი მოსახლის მიერ დახარჯული წყლის რაოდენობა 1000 ლიტრსაც კი აღწევს. წყლით მომარაგების საფასური კი მოსახლეობისათვის 13ზე 0.329 ლარია.

წყალი ადამიანის სხეულში

საშუალოდ, ზრდასრული ადამიანის სხეულის საერთო მასის 60-65 პროცენტს წყალი შეადგენს. მოზარდების ორგანიზმში კიდევ უფრო მეტი – 75 პროცენტი წყალია, ხანდაზმულებში კი – მხოლოდ 50.

70 კგ წონის მქონე ადამიანის სხეულში არსებული წყლის მასა 30 კილოგრამია. უმნიშვნელოვანეს ორგანოებზე – ტვინზე, თირკმელებზე, გულზე, ღვიძლსა და და ფილტვებზე წყლის 65-დან 85 პროცენტი მოდის, ძვლოვან სისტემაზე კი ნაკლები – 31 პროცენტამდე.

თუ ორგანიზმი წყლის 1 პროცენტს დაკარგავს, ადამიანი მძაფრ წყურვილს განიცდის, 5 პროცენტის ნაკლებობას ძლიერი ჰალუცინაციის გამოწვევა შეუძლია, 10-პროცენტიანი  დეფიციტი ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება, 15 პროცენტის, ე. ი. 8 ლიტრის დაკარგვა სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია.

 

წყალი საქართველოში

ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის ჩვენს ქვეყანაში პირველ ადგილზე წყალი და მასთან დაკავშირებული რესურსებია. საქართველოში 26 060-ზე მეტი მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძე 60 000 კმ-ს შეადგენს. აქ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი განახლებადი მტკნარი წყლის რესურსების მოცულობა 14 ათას 3 უტოლდება. ევროპაში იგივე მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 9,3 ათასი 3ია.

საქართველოში მდინარეთა უდიდესი ნაწილი თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით იკვებება. აქ 734 მყინვარია. მათი საერთო ფართობი 511 კმ2-ად არის შეფასებული. მყინვარებში დაცული ყინულის მოცულობა 30 კმ3ია.

საქართველოში 860, უპირატესად, მცირე ზომის (1 კმ2) ტბაა, რომელთა სარკის ჯამური ფართობი 175 კმ2ია, ხოლო წყლის მთლიანი მოცულობა 400 მლნ 3. სამკურნალო დანიშნულების მინერალური და თერმული წყლების 200 სახეობის 2000 წყაროთი საქართველო მსოფლიოში ერთერთი უმდიდრესი ქვეყანაა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.