fbpx

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს


გააზიარე სტატია

ფოტო: atpworldtour.com
ავტორი: ზუკა ოქროპირიძე

 

ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ნიკა გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა.

2 სექტემბერს, ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის ლიდერს და 17 გზის დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებულ ლეგენდარულ ესპანელ ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

გასული ეტაპის შეხვედრები ორივე ჩოგბურთელმა გუშინ ჩაატარა.

იდენტურად, 4 სეტში გამარჯვების შემდგომ წილისყრის მიხედვით სპორტსმენები კარიერაში უკვე მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ნიკასა და რაფას შორის პირველი შეხვედრა 2017 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე შედგა, სადაც ესპანელმა, ჩვენთვის სამწუხაროდ, იოლად დაამარცხა ქართველი სპორტსმენი.

ამჯერად ტურნირის მესამე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა არგენტინელ გვიდო პელას სძლია ანგარიშით ( 6;3 6;4 1;6 7;6) , ხოლო რაფამ ახალგაზრდა რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი მძიმე ბრძლაში დაამარცხა ანგარიშით ( 5;7 7;5 7;6 7;6).

წლის საბოლოო სლემის ტურნირზე აქ უკვე მოპოვებული გამარჯვებებით ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში კიდევ 6 საფეხურით დაწინაურდა და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ცხრილის 31-ე ადგილს მყარად იკავებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.