fbpx

3 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ტომ იორკმა ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გაავრცელა

ნამუშევარი, სავარაუდოდ, ფილმის, Suspiria-ს რიმეიქის საუნდტრეკი იქნება.  ჩანაწერი მუსიკოსმა ტვიტერისა და ინსტაგრამის პირად გვერდებზე ატვირთა.

წყარო: https://twitter.com/thomyorke/

 

მსახიობი როზამუნდ პაიკი ფილმში, A Private War, ამერიკელი რეპორტიორის მარი კოლვინის როლს ასრულებს

მარი კოლვინი 2001 წელს შრი ლანკაში სამოქალაქო ომის გაშუქებისას მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც მარცხენა თვალი დაკარგა. რეპორტიორი 2012 წელს დაიღუპა, ის ფრანგ ფოტოგრაფ რემი ოშკილთან ერთად სირიაში, ქალაქ ჰომსში, მედია ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სამთავრობო ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს და დაბომბეს.

წყარო: https://www.youtube.com

 

HBO-მ და Brewery Ommegang-მა ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც სულ მალე ბაზარზე ახალი ლუდი, King in the North, გამოვა

ლუდის შთაგონების წყარო სამეფო კარის თამაშების პერსონაჟი, ჯონ სნოუ გახდა, რომლის როლსაც კიტ ჰარინგტონი ასრულებს.  აქამდე კომპანიამ ე.წ. სამეფო კოლექციის ფარგლებში სამი ლუდი – Hand of the Queen , Queen of the Seven Kingdoms და Mother of Dragons უკვე გამოუშვა.

წყარო: https://www.esquire.com/

 

ამერიკული სერიალი, Mr. Robot, მეოთხე სეზონის შემდეგ დასრულდება

The series will conclude in 2019 with what sources say is an expanded 12-episode order.

ინფორმაცია შოუს დასრულების შესახებ მისმა შემქმნელმა, სემ ისმაილმაც დაადასტურა და თქვა, რომ რემი მალეკთან მუშაობა და ზოგადად, ამ პროექტის შექმნა, მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იყო. რაც შეეხება ახალ, ფინალურ სეზონს, როგორც ცნობილია სცენარისტებმა მასზე მუშაობა უკვე დაიწყეს, მისი პრემიერა კი 2019 წელს იგეგმება. ფინალურ სეზონში 12 სერია იქნება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/live-feed/mr-robot-end-season-4-usa-network-1137204

 

სერიალ Shameless-ის ვარსკვლავი, ემი რუსემი, რომელიც ფიონა გალაჰერის როლს ასრულებს, პოპულარულ შოუს მეცხრე სეზონის შემდეგ დატოვებს

Image may contain: 8 people, people smiling, people sitting and wedding

ემიმ ინფორმაცია ამის შესახებ თავის ფეისბუქზე, საკმაოდ გრძელი და ემოციური პოსტით გაავრცელა.  “ძალიან რთულია სიტყვებს თავი მოუყარო, თუმცა ვცდი. სფერო, რომელშიც მე ვარ ერთი დიდი თავგადასავალია, სავსე მოგზაურობებითა და შანსით, რომ მოყვე ისტორია. ჩვეულებრივ, როდესაც მსახიობი ხარ, ყოველთვის გიწევს მოგზაურობა ახალ ადგილებში, იწყებ ახალ პროექტებს, ქმნი ახალ პერსონაჟებს, ამ ყველაფერს უწყობ ფეხს და უახლოვდები გადამღებ ჯგუფს, ერთად იცინით ხუმრობებზე და ისინი შენი მეგობრები ხდებიან. ვიცი, რომ ახლა უჩემოდ გააგრძელებთ. გალაჰერებს ჯერ კიდევს ბევრი ამბავი აქვთ მოსაყოლი ყოველთვის სიყვარულით”, – წერს მსახიობი პოსტში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ოსკაროსანი მსახიობი, ნატალი პორტმანი რეჟისორის ამპლუაში კიდევ ერთხელ მოგვევლინება

 Ann Landers, Natalie Portman and Abigail Van Buren

ამჯერად ლეგენდარული პუბლიცისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მრჩევლების – იდენტური ტყუპი დების ებიგაილ ბარენის, იგივე პაულინ ფილიპსისა და ენ ლანდერსის როლს მოირგებს

წყარო: https://pagesix.com/

 

დღეს, 14.00 სთ.-ზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონფერენსდარბაზში მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და სიახლეების პრეზენტაცია

Image result for biaff

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს.

პრეზენტაციაზე გარცელდება ინფორმაცია: BIAFF კინოფესტივალის 2018 წლის პროგრამის ძირითადი სექციების მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები, BIAFF კინოფესტივალის 2018 სტუმრები და ჟიურის შემადგენლობა, BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის, “ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ

 

 

Childish Gambino-მ სიმღერაზე Feels Like Summer კლიპი გამოუშვა

ანიმაციურ კლიპში ჰიპ ჰოპ არტისტები, მათ შორის Drake, 21 Savage, Chance the Rapper, Nicki Minaj, Travis Scott, J. Cole და სხვა ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 

 

LEGO-მ ბუგატის ანალოგი გამოუშვა

ნამდვილი მანქანის ასაშენებლად კომპანიამ მილიონობით დეტალი გამოიყენა. სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ Bugatti Chiron-ის ანალოგი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გამოუშვა, ამით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ ხუმრობდა და დაანონსებული პროექტი რეალობად აქცია.

LEGO განმარტავს, რომ მანქანის შექმნის პროცესს დაახლოებით 13,500 საათი მოანდომეს.

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.